April 2, 2025
5-6 აპრილს საქართველო უერთდება საერთაშორისო ინიციატივას – სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღეს ფოკუსი

2025 წლის 5–6 აპრილს მსოფლიოს 27 ქვეყნის 260 სახლ-მუზეუმი უერთდება პირველ საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც ეძღვნება მემორიალურ სახლ-მუზეუმებსა და გამოჩენილ პიროვნებებს.
ინიციატივა ხორციელდება იტალიის „მემორიალური სახლ-მუზეუმების ეროვნული ასოციაციის“ (Florence, Italy), ICOM-DEMHIST, ICOM-ICLCM, ICOM იტალიისა და ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა სახლ-მუზეუმების ქსელის თანამშრომლობით. ინიციატივა მიზნად ისახავს მემორიალური მუზეუმების, როგორც კოლექტიური მეხსიერების სივრცეების როლის წარმოჩენას და მათი მნიშვნელობის ხაზგასმას.
ამ მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობს საქართველოც – 9 მუზეუმი უერთდება საერთაშორისო პლატფორმას.
🏛️ თბილისის მუზეუმების გაერთიანება აქტიურად უერთდება სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღეებს და 5–6 აპრილს გთავაზობთ მრავალფეროვან პროგრამას https://www.facebook.com/tbilisimuseums
5 აპრილი
🕐 11:00 – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
📍 ჩახრუხაძის ქ. N17
🖋 კურატორის ტური – თეონა ტაბატაძე. თემა: „მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა“
🕐 13:00 – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
📍 ი. ჯავახიშვილის ქ. N7
🖋 კურატორის ტური – მაკა კვარაცხელია. თემა: „ილია ჭავჭავაძე – თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლო“
🕐 15:00 – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი
📍 კოტე მარჯანიშვილის ქ. N4
🖋 კურატორის ტური – ნათია კოპალეიშვილი. თემა: „სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი“
🕐 17:00 – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
📍 დ. ბაქრაძის ქ. N10
🖋 კურატორის ტური – თეა მუქერია. თემა: „1921 – დაისი“
🕖 19:00 – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
📍 ი. ჯავახიშვილის ქ. N7
🖋 ესმა მანია – საჯარო ლექცია. თემა: „მემორიალობა, მეხსიერება და დღევანდელობა“
📅 6 აპრილი
🕐 11:00 – თამარ სიხარულიძის საფეხმავლო ტური
📍 შეხვედრის ადგილი: ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.
მარშრუტი: „ნობელიანტები თბილისში“
🕐 13:00 – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი
📍 დავით აღმაშენებლის გამზ. 83/23
🖋 კურატორის ტური – დავით ჯანგველაძე. თემა: „სიჩუმის სცენა“
🕐 15:00 – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი
📍 დ. უზნაძის ქ. N2
🖋 კურატორის ტური – სოფიო ჩიტორელიძე. თემა: „დროის სიბრძნე ყველაფერს განსჯის“
🕖 19:00 – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
📍 ი. ჯავახიშვილის ქ. N7
🖋 ნინი სანადირაძე – საჯარო ლექცია. თემა: „მეხსიერების ტრანსფორმაცია და მეხსიერების პოლიტიკა“
📍 გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი
🕐 15:00 – 🖋 გვანცა გელაშვილის საფეხმავლო ტური – „გალაკტიონის აივნიდან“
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
📍 თბილისი, ლეო ქიაჩელის ქ. 12
📆 გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პარიზული პერიოდის შიშველი ფიგურების სერია, რომელიც პირველად იქნება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.
პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი
📍 სოფელი არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი
📆 5 აპრილი, 14:00 – ლიტერატურული საღამო და ღია გაკვეთილები.
https://www.facebook.com/profile.php?id=100063584770468&locale=ka_GE
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი
📍 9 აპრილის ქუჩა, №47, ხარაგაული
📆 6 აპრილი, 10:00 – 16:00 – თავისუფალი ვიზიტი მუზეუმში და გიდის უფასო ტურები.
ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ იმ პიროვნებების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელთა წვლილი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ისტორიაში.
https://www.facebook.com/xaragaulis.muzeumi
ICOM საქართველო წარმატებულ მონაწილეობას უსურვებს პლატფორმაში ჩართულ ყველა სახლ-მუზეუმს საერთაშორისო დღის ფარგლებში.
დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო დღის დაფუძნებისა და მონაწილე მუზეუმების შესახებ: https://www.casedellamemoria.it/en/house-museum-days-2025
#InternationalHouseMuseumDays
#ICOMGeorgia
#სახლმუზეუმები
#ხსოვნა_და_პიროვნებები