Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

October 17, 2020

ICOM-ის სოლიდარობის პროექტების კონკურსი გამოცხადდა სიახლე

ICOM აცხადებს სოლიდარობის პროექტების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს საპროექტო წინადადებების მიღებას მიმდინარე პანდემიასა და მუზეუმების მდგარდობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და COVID-19 კრიზისის შემდეგ სამუზეუმო პრაქტიკის პერსპექტიულ ახალი მოდელებზე.

პროექტები შეირჩევა ICOM-ის სტრატეგიული ასიგნებების კომიტეტის (SAREC) მიერ. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ICOM-ის ეროვნულ და საერთაშორისო კომიტეტებს, რეგიონალურ ალიანსებსა და ასოცირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ საპროექტო განაცხადების შემოტანა. კონკურსით დაინტერესებული ინდივიდუალური წევრები უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ ეროვნულ ან საერთაშორისო კომიტეტს / რეგიონალურ ალიანსს / ასოცირებულ ორგანიზაციას, რათა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები. თანხების არსებობის გათვალისწინებით, სოლიდარობის პროექტების მეორე კონკურსი შეიძლება დაიწყოს 2021 წლის თებერვალში.

პროექტები შეიძლება ფოკუსირებული იყოს (მაგრამ არ არის ლიმიტირებული) შემდეგ თემებზე:

  • მუზეუმების საქმიანობის ორგანიზებისა და ახალ გარემოებებთან ადაპტაციის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები: ტენდენციები და ახალი იდეები (ე.ი. სამუზეუმო განათლებისთვის);
  • მუზეუმის სპეციალისტთა გამოწვევები – დისტანციური მუშაობა და სამსახურის დაკარგვის რისკი;
  • პანდემიის შემდგომი ვიზიტორი: უსაფრთხოება და ახალი საჭიროებები;
  • მუზეუმებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია პანდემიის პერიოდში და მის შემდეგ: ახალი მიდგომების განხორციელების ხელშეწყობა;
  • სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვა მუზეუმების მდგრადი მომავლისთვის დახურვის შემდეგ;
  • პოსტ-პანდემიური სცენარის საქმიანობა:
    – შემოსავალი მუზეუმებისთვის
    – სამუშაო ადგილების შექმნა
    – ვიზიტებისა და გამოფენების რეორგანიზაცია
    – ახალი საქმიანობის შემუშავება
    – ადგილობრივ საზოგადოებასთან დაკავშირება
    – ონლაინ – აქტივობების შემუშავება
  • პოსტპანდემიური მდგრადობის სხვა თემები, რომელიც გლობალური სამუზეუმო საზოგადოებისთვის შეიძლება ზოგადი ინტერესის სფერო იყოს.

ICOM-ის სოლიდარობის პროექტებთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდით ბ-ნ ფერნანდო ავაკიანს (fernando.avakian@icom.museum).

კონკურსში განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 13 დეკემბერი 00.00 (პარიზის დროით).

Call for projects

[instagram-feed]