Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

April 18, 2024

CIDOC FRIDAYs – პარასკევის ვებინარების II სერია: ხელმისაწვდომი სტანდარტები და გზამკვლევები ანონსი, ვებინარი

2024 წლის 26 აპრილს, 19:00 სააათზე გიწვევთ ICOM CIDOC – სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტისა და ICOM საქართველოს თანამშრომლობით ორგანიზებულ მე-2 ვებინარზე “ხელმისაწვდომი სტანდარტები და გზამკვლევები”.

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა https://forms.gle/FNRg7gMbQvJNsR3Y8

DCMI: Getty Vocabulary Program's OpenRefine reconciliation serviceSpeaker Information for Modern Alchemy: New Technologies for Museum Collections - Gilcrease Museumვებინარის სპიკერები: ჯონათან უორდი (J.P. Getty Trust-ის უფროსი რედაქტორი) და ემანუელ დელმას-გლასი (იელის ბრიტანული ხელოვნების ცენტრი  კოლექციებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

ვებინარის თემატიკა: რომელ სტანდარტებს ეყრდნობიან მუზეუმის პროფესიონალები ეფექტური გამოსავლის საძიებლად იმ დროს, როდესაც საქმე ეხება აუდიოვიზუალური მასალის დოკუმენტაციას?
Getty-სა და იელის ცენტრის ბრიტანული ხელოვნების ექსპერტები მოგაწვდიან აუცილებელ რესურსებს, რომელიც დაგეხმარებათ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წინაღობების გადალახვაში. მიიღებთ წვდომას ყველაზე მოკლე და ეფექტურ ხელმისაწვდომ ხერხებზე, რომლის საშუალებითაც შეიძენთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომელიც ხელს შეგიწყობთ აუდიოვიზუალური მასალის დოკუმენტაციისას წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში.

სემინარები ჩატარდება ინგლისურ ენაზე

***

პარასკევის ვებინარების სერიებში CIDOC-ი ICOM საქართველოსთან თანამშრომლობით განიხილავს იმ საკითხებს, თუ როგორ აერთიანებს სამუზეუმო კოლექციების დოკუმენტაცია, როგორც ფიზიკურ მახასიათებლებს, ასევე კონტექსტურ ინფორმაციას, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა ექსპონატი მოექცეს ცოდნის იმ ჩარჩოში, სადაც მუზეუმი მუშაობს. დოკუმენტაცია განსაზღვრავს, თუ როგორ განიხილება ექსპონატი. გამოსახულების შემცველი ექსპონატების შემთხვევაში, სირთულეები წარმოიქმნება, როდესაც საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, თუ რისი დოკუმენტირება ხდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში: ნივთის, გამოსახულების, თუ გამოსახულების შემცველი ნივთის.

ვებინარების სერიებში ძირითადი ასპექტების განმარტების მიზნით, CIDOC-ის ექსპერტები განიხილავენ სხვადასხვა შემთხვევას, რომელიც დაკავშირებულია ფოტოსურათებისა და ვიდეოს დოკუმენტაციასა და დოკუმენტირების სხვადასხვა საკითხებთან.

სესიების განრიგი:

  • 22.03.2024 – შესავალი გამოსახულების დოკუმენტაციაში. დომინიკ ოლდმენი (Kartography CIC, დირექტორი)
  • 26.04.2024 – ხელმისაწვდომი სტანდარტები და გზამკვლევები. ჯონათან უორდი (J.P. Getty Trust, უფროსი რედაქტორი)
  • 24.05.2024 – ციფრული გამოწვევები: 3D, AR, VR, AI, ციფრული ასლები… ავთენტურობა, საავტორო უფლებები და სხვა საკითხები. ფრენკ ფონ ჰაგელი (Institute for Museum Research SPK, მკვლევარი)

 

 

[instagram-feed]