May 25, 2024
CIDOC FRIDAYs – პარასკევის ვებინარების III სერია: ციფრული გამოწვევები: 3D, AR, VR, AI, ციფრული ასლები… ლეგალურობის, ავთენტურობის და სხვა საკითხები ვებინარი
2024 წლის 31 მაისს, 19:00 სააათზე გიწვევთ ICOM CIDOC – სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტისა და ICOM საქართველოს თანამშრომლობით ორგანიზებულ მე-3 ვებინარზე “ციფრული გამოწვევები: 3D, AR, VR, AI, ციფრული ასლები… ლეგალურობის, ავთენტურობის და სხვა საკითხები”.
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა https://forms.gle/FNRg7gMbQvJNsR3Y8
ვებინარის სპიკერები:
დაიან ზორიხი – სმითსონის ინსტიტუტის დიგიტალიზაციის პროგრამის ოფისის დირექტორი (აშშ)
ფრანკ ფონ ჰაგელი – SPK სამუზეუმო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი (გერმანია)
ვებინარის თემა:
დღევანდელ ციფრულ სამყაროში მუზეუმები კოლექციებთან მიმართებაში სულ უფრო ხშირად ითვისებენ ციფრულ სფეროს. საცავებში ციფრული ობიექტების გავრცელებით, მუზეუმები განსაკუთრებულ გამოწვევებს აწყდებიან, განსაკუთრებით დიდი ზომის მასალების, დაცვის საკითხებსა და გრძელვადიან არქივირებასთან დაკავშირებით.
ვებინარზე წარმოდგენილი იქნება ციფრული ობიექტების ეფექტური მართვისა და შენარჩუნების სტრატეგიები. კერძოდ, განხილული იქნება 3D ციფრული სურათების, აუგმენტური რეალობის (AR), ვირტუალური რეალობის (VR) დოკუმენტირების, აგრეთვე AI-ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოწვევები. ვებინარის სპიკერები შეეცდებიან აუდიტორიასთან ერთად განსაზღვრონ აღნიშნული გამოწვევები და გამოავლინონ გამოსავლის ყველაზე პერსპექტიული გზები მუზეუმების კოლექციების ლანდშაფტში.