March 14, 2024
CIDOC FRIDAYs – პარასკევის ვებინარების სერია: გამოსახულების დოკუმენტაციისა და სამუზეუმო კოლექციების კვლევა ანონსი, ვებინარი
2024 წლის 22 მარტს, 20.00 სააათზე გიწვევთ ICOM CIDOC – სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტისა და ICOM საქართველოს მიერ ორგანიზებულ ვებინარზე “გამოსახულების დოკუმენტაციის შესავალი სამუზეუმო კოლექციებში”.
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა https://forms.gle/FNRg7gMbQvJNsR3Y8
CIDOC-ი ICOM საქართველოსთან თანამშრომლობით განიხილავს იმ საკითხებს, თუ როგორ აერთიანებს სამუზეუმო კოლექციების დოკუმენტაცია, როგორც ფიზიკურ მახასიათებლებს, ასევე კონტექსტურ ინფორმაციას, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა ექსპონატი მოექცეს ცოდნის იმ ჩარჩოში, სადაც მუზეუმი მუშაობს. დოკუმენტაცია განსაზღვრავს, თუ როგორ განიხილება ექსპონატი. გამოსახულების შემცველი ექსპონატების შემთხვევაში, სირთულეები წარმოიქმნება, როდესაც საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, თუ რისი დოკუმენტირება ხდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში: ნივთის, გამოსახულების, თუ გამოსახულების შემცველი ნივთის.
ვებინარების სერიებში ძირითადი ასპექტების განმარტების მიზნით, CIDOC-ის ექსპერტები განიხილავენ სხვადასხვა შემთხვევას, რომელიც დაკავშირებულია ფოტოსურათებისა და ვიდეოს დოკუმენტაციასა და დოკუმენტირების სხვადასხვა საკითხებთან.
ICOM CIDOC – დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტი ამ თემით იწყებს ვებინარების სერიას, რომელიც ჩატარდება ყოველი თვის ბოლო პარასკევს, საქართველოს დროით 20:00 საათზე.
სემინარები ჩატარდება ინგლისურ ენაზე
სესიები:
- 22.03.2024 – შესავალი გამოსახულების დოკუმენტაციაში. დომინიკ ოლდმენი (Kartography CIC, დირექტორი)
- 26.04.2024 – ხელმისაწვდომი სტანდარტები და გზამკვლევები. ჯონათან უორდი (J.P. Getty Trust, უფროსი რედაქტორი)
- 24.05.2024 – ციფრული გამოწვევები: 3D, AR, VR, AI, ციფრული ასლები… ავთენტურობა, საავტორო უფლებები და სხვა საკითხები. ფრენკ ფონ ჰაგელი (Institute for Museum Research SPK, მკვლევარი)
22.03.2024 – შესავალი სურათის დოკუმენტაციაში. დომინიკ ოლდმენი (Kartography CIC, დირექტორი)
ფოტოსურათებისა და ვიდეოების დოკუმენტირების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ძველი ანდაზის გახსენება „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“. სხვაგვარად რომ ითქვას, წინასწარ ყურადღებით გაანალიზებითა და დაგეგმვით, შესაძლებელია თავიდან აცილებულ იქნეს შეცდომები, რაც მომავალში ზუსტ დოკუმენტაციას განაპირობებს.
ამ სემინარზე განხილული იქნება აუდიოვიზუალური მასალების დოკუმენტირების საფუძვლები და ამ პროცესთან დაკავშირებული საკითხები. ერთ-ერთი ასეთი საკითხია, თუ რას წარმოადგენს ობიექტი ვიზუალურ მედიუმში: ეს არის ფიზიკური მატარებელი თუ შინაარსი, რაც მასზეა წარმოდგენილი? დოკუმენტაციის პროცესში ჩვენი ყურადღება უფრო მეტად კონცენტრირებული უნდა იყოს უშუალოდ გამოსახულებაზე თუ მატერიალურ ფორმაზე, როგორსაც წარმოადგენს ფოტოგრაფი, მინის სლაიდი და ასე შემდეგ? როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ობიექტი ორიგინალია თუ ასლი? რა საშუალებებით სცემს პასუხს დოკუმენტაცია ამ კითხვებს?