Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

December 14, 2023

EMYA – ევროპის წლის მუზეუმის პრემიის 2025 წლის კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი

EMF – ევროპის მუზეუმების ფორუმი აცხადებს აპლიკაციების მიღებას ევროპის 2025 წლის მუზეუმის პრემიის კონკურსზე – EMYA (European Museum of the Year Award).
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 2024 წლის 1 აპრილი.

სამუზეუმოს სფეროს ყველაზე პრესტიჟული პრემია დაფუძნდა 1977 წელს ბრიტანელი მუზეოლოგის კენეტ ჰადსონის მიერ და ხორციელდება ევროპის მუზეუმების ფორუმის* მიერ, ევროპის საბჭოს ეგიდით.
EMYA – ევროპის წლის მუზეუმის პრემია და ამ კონკურსის სხვა ჯილდოები ყოველწლიურად ცხადდება და გაიცემა ფორუმის საერთაშორისო კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიალზე.

კონკურსი მიზნად ისახავს სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მასშტაბით და ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებასა და საზოგადოებაზე ორიენტირების პროცესის ხელშეწყობას სამუზეუმო სივრცეში.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროპის ყველა მუზეუმს, რომელიც არაკომერციული/არამომგებიანია და გაიხსნა ან არსებითად განახლდა 2020 წლის იანვრის შემდეგ;
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია მუზეუმებს/გამოფენებს, რომელიც აპლიკაციის შევსების პერიოდისთვის 4 წელზე მეტი ხნის მანძილზე გახსნილია;
  • დროებითი ან “ნახევრად მუდმივი” ექსპოზიციები შეიძლება გახდეს განაცხადის გაკეთების მიზანი;
  • მუზეუმები/გამოფენები ღია/დასრულებული უნდა იყოს ჟიურის წევრის ვიზიტის დროისთვის (ზაფხული – ადრეული შემოდგომა 2024) და ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2025 წლის ივნისის ბოლომდე;
  • მუზეუმს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუ მონაწილეობდა წინა კონკურსებში – 2020, 2021, 2022, 2023 ან 2024 წელს (ეს პირობა არ ეხება მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა ფილიალებს).

დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებზე იხილეთ ბმულზე.

კონკურსის პრემიის კატეგორიები:

*ევროპის მუზეუმების ფორუმი / European Museum Forum წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას, სამუზეუმო სივრცეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

[instagram-feed]