Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

May 21, 2022

ICOM-ის მრჩეველთა საბჭომ წარადგინა მუზეუმის განმარტების ვერსია პრაღაში კენჭისყრისთვის წევრებისთვის

ძვირფასო წევრებო,
მადლობა გამოკითხვაში მონაწილეობისთვის.
გაცნობებთ, რომ ICOM-ის საქართველოს ეროვნულ კომიტეტში ჩატარებული გამოკითხვის (227 წევრის მონაწილეობით) შედეგად, წევრების უმრავლესობის მიერ არჩეული იქნა მუზეუმის ახალი განმარტების ორი ვერსიიდან პირველი A ვარიანტი, იხ. გამოკითხვის შედეგები:

გაცნობებთ, რომ მსგავსი გამოკითხვა აგრეთვე ჩატარდა ICOM-ის სხვა ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტების მიერ.

2022 წლის 20 მაისს, ICOM-ის მრჩეველთა საბჭომ (ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტების, რეგიონული ალიანსებისა და ასოცირებული ორგანიზაციების თავმჯდომარეების შემადგენლობით), წარადგინა მუზეუმის განმარტების ხმების უმრავლესობით (აღსანიშნავია, რომ მცირე განსხვავებით) მიღებული ვერსია (B*), რომელიც 2022 წლის 24 აგვისტოს წარდგენილი იქნება საბოლოო კენჭისყრისთვის ICOM-ის გენერალურ ასამბლეაზე პრაღაში, ICOM-ის გენერალური კონფერენციის ფარგლებში.
მუზეუმის ახალ განმარტებასთან დაკავშირებული ბოლო ეტაპის შესახებ ინფორმაციას გაგაცნობთ აღნიშნული პროცესის დასრულებისთანავე.

*A museum is a not-for-profit, permanent institution in the service of society that researches, collects, conserves, interprets and exhibits tangible and intangible heritage. Open to the public, accessible and inclusive, museums foster diversity and sustainability. They operate and communicate ethically, professionally and with the participation of communities, offering varied experiences for education, enjoyment, reflection and knowledge sharing.

(არაოფიციალური თარგმანი) “მუზეუმი არის არაკომერციული, მუდმივმოქმედი დაწესებულება საზოგადოების სამსახურში, იკვლევს, აგროვებს, ინახავს, ​​ინტერპრეტირებას უკეთებს მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობას. მუზეუმები, რომლებიც ღიაა საზოგადოებისთვის, ხელმისაწვდომი და ინკლუზიურია, ხელს უწყობს მრავალფეროვნებას და მდგრადობას. ისინი მოქმედებენ და ურთიერთობენ ეთიკურად, პროფესიონალურად და საზოგადოების ჩართულობით, სთავაზობენ მრავალფეროვან გამოცდილებას განათლების, სიამოვნების, რეფლექსიისა და ცოდნის გაზიარებისთვის.”

[instagram-feed]