October 17, 2020
ICOM-ის სოლიდარობის პროექტების კონკურსი გამოცხადდა სიახლე
ICOM აცხადებს სოლიდარობის პროექტების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს საპროექტო წინადადებების მიღებას მიმდინარე პანდემიასა და მუზეუმების მდგარდობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და COVID-19 კრიზისის შემდეგ სამუზეუმო პრაქტიკის პერსპექტიულ ახალი მოდელებზე.
პროექტები შეირჩევა ICOM-ის სტრატეგიული ასიგნებების კომიტეტის (SAREC) მიერ. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ICOM-ის ეროვნულ და საერთაშორისო კომიტეტებს, რეგიონალურ ალიანსებსა და ასოცირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ საპროექტო განაცხადების შემოტანა. კონკურსით დაინტერესებული ინდივიდუალური წევრები უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ ეროვნულ ან საერთაშორისო კომიტეტს / რეგიონალურ ალიანსს / ასოცირებულ ორგანიზაციას, რათა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები. თანხების არსებობის გათვალისწინებით, სოლიდარობის პროექტების მეორე კონკურსი შეიძლება დაიწყოს 2021 წლის თებერვალში.
პროექტები შეიძლება ფოკუსირებული იყოს (მაგრამ არ არის ლიმიტირებული) შემდეგ თემებზე:
- მუზეუმების საქმიანობის ორგანიზებისა და ახალ გარემოებებთან ადაპტაციის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები: ტენდენციები და ახალი იდეები (ე.ი. სამუზეუმო განათლებისთვის);
- მუზეუმის სპეციალისტთა გამოწვევები – დისტანციური მუშაობა და სამსახურის დაკარგვის რისკი;
- პანდემიის შემდგომი ვიზიტორი: უსაფრთხოება და ახალი საჭიროებები;
- მუზეუმებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია პანდემიის პერიოდში და მის შემდეგ: ახალი მიდგომების განხორციელების ხელშეწყობა;
- სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვა მუზეუმების მდგრადი მომავლისთვის დახურვის შემდეგ;
- პოსტ-პანდემიური სცენარის საქმიანობა:
– შემოსავალი მუზეუმებისთვის
– სამუშაო ადგილების შექმნა
– ვიზიტებისა და გამოფენების რეორგანიზაცია
– ახალი საქმიანობის შემუშავება
– ადგილობრივ საზოგადოებასთან დაკავშირება
– ონლაინ – აქტივობების შემუშავება - პოსტპანდემიური მდგრადობის სხვა თემები, რომელიც გლობალური სამუზეუმო საზოგადოებისთვის შეიძლება ზოგადი ინტერესის სფერო იყოს.
ICOM-ის სოლიდარობის პროექტებთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდით ბ-ნ ფერნანდო ავაკიანს (fernando.avakian@icom.museum).
კონკურსში განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 13 დეკემბერი 00.00 (პარიზის დროით).