ICOM Europe 2024 წლის სასწავლო კურსი თემაზე​ ​„კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობა: მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“

გიწვევთ ICOM ევროპის 2024 წლის სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად თემაზე​ „კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობა: მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“

თარიღი: 25-​26-27 ნოემბერი 2024​ (თბილისი) 

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების ​ოდნის გაუმჯობესებას კრიზისების მართვის, საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნისა და კრიზისულ ვითარებაში ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით.
​ურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკულ სტრატეგიებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კრიზისულ სიტუაციებ​ში რეაგირებაზე, საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და კრიზისის დროს კომუნიკაციაზე.

მთავარი თემები:

  • კატასტროფების რისკების მართვა და მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებისთვის
  • საგანგებო სიტუაციებში ევაკუაციის პროცედურები
  • დოკუმენტაცია და რესტავრაციის მეთოდები
  • ადამიანზე ორიენტირებული პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობისთვის დაცვის დროს
  • კომუნიკაცია კრიზისის დროს.

​ასწავლო კურსს ჩაატარებენ ICOM ​ვროპის, Blue Shield ​აფრანგეთის, Blue Shield ​საქართველოს, ICR-​კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრალური ინსტიტუტი (Istituto Centrale per il Restauro) და ICOM ​ტალიის პრევენციის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სამუშაო ჯგუფის ექსპერტები.

​ონაწილეობა:
მონაწილეობ​ისთვის შეირჩევა საქართველოს მუზეუმ​ებისა და კულტურული მემკვიდრეობის ​22 სპეციალისტი. მონაწილეები ​სემინარების, პრაქტიკული ​უშაობისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით გაიუმჯობესებენ უნარებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით კრიზისულ სიტუაციებში.

რეგიონებიდან შერჩეულ მონაწილეებს აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები თბილისში. 

რეგისტრაცია:
მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ და გამოგზავნონ არაუგვიანეს 2​1 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაცია:

​ურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი​.

​ურსის ​ დასრულების შემდეგ, ​მონაწილეები მიწვეულნი იქნებიან 28-29 ნოემბერს​ საერთაშორისო კონფერენცია​ზე, რომელიც ეძღვნება ჰააგის 1954 წლის კონვენციის 70-ე წლისთავს შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ და ​ანხილული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინოვაციური მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება. კონფერენციის ფარგლებში წარდგენილი იქნება სასწავლო კურსის შედეგები ბენეფიციარების მონაწილეობით.