Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

February 10, 2023

ICOM-ის გლობალური ქსელი სოლიდარობას უცხადებს ჩრდილო-დასავლეთ სირიასა და სამხრეთ თურქეთს მიწისძვრების შედეგად განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო. განცხადება

ICOM-ის გლობალური ქსელი, საკუთარი ეროვნული, საერთაშორისო, რეგიონული და ასოცირებული კომიტეტების სახელით, შოკირებულია და მწუხარებას გამოთქვამს ჩრდილო-დასავლეთ სირიასა და სამხრეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო.

ICOM, როგორც გლობალური სამუზეუმო ორგანიზაცია და ლურჯი ფარის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზადაა დახმარება გაუწიოს ქვეყნებს ICOM-ის ეროვნულ და საერთაშორისო კომიტეტებთან (DRMC – კატასტროფების რისკის მართვის კომიტეტი) თანამშრომლობით.
ამ მიმართულებით ICOM-მა შეიმუშავა ინსტრუმენტების ნაკრები, მათ შორის მუზეუმის მართვის სახელმძღვანელოს თავები კატასტროფებისთვის მზადყოფნის შესახებ. ასეთი კატასტროფების დროს უპირველესი საზრუნავია დაზარალებულთა გადარჩენა და ყველა ადამიანის სიცოცხლის დაცვა. თუმცა, ICOM-ს სურს, ყურადღება გაამახვილოს მემკვიდრეობასთან მიმართებაში გრძელვადიან რისკებსა და საფრთხეებზე, როგორიცაა ქურდობისა და კონტრაბანდის რისკები. თურქეთის მუზეუმებს შორის ძლიერი სოლიდარობაა და მუზეუმის პროფესიონალებმაც – დაზარალებული რეგიონებიდან და მის ფარგლებს გარეთ – უკვე დაიწყეს ამ მუზეუმებისთვის დახმარების გაწევა. ყურადღება უნდა გამახვილდეს მუზეუმის თანამშრომლების, შენობებისა და კოლექციების უსაფრთხოებაზე. სირიის არაბთა რესპუბლიკაში კრიზისის შემდგომი მონიტორინგი გაგრძელდება და ICOM-ს სურს გაიხსენოს და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიაპყროს სირიის წითელ ნუსხაზე საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის იდენტიფიცირების პროცესში.

ამ ეტაპზე, ICOM მჭიდრო კავშირშია საკუთარ ეროვნულ და რეგიონულ კომიტეტებთან საჭიროებების შეფასების მიმართულებით, ორგანიზაცია მზადაა შესთავაზოს ყველა შესაძლო მხარდაჭერა კატასტროფების მართვის სამუშაოებში. თუ მოთხოვნა იქნება, ICOM მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს დაზარალებულ მუზეუმებს სასწრაფო რეაგირებით.

[instagram-feed]