ICOM საქართველო
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
დაფუძნების თარიღი: 2007 წელი
ძირითადი მიზნები:
- სამუზეუმო საქმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა საქართველოში;
- ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის დაცვა და გავრცელება საქართველოს სამუზეუმო საზოგადოებაში;
- ICOM-ის ამოცანებისა და პროგრამების გავრცელება და განხორციელება საქართველოში;
- თანამშრომლობა UNESCO-სთან, ICOM-სა და ICOM-ის ეროვნულ, საერთაშორისო კომიტეტებსა და სხვა პროფესიულ ორგანიზაციებთან;
- მუზეუმის პროფესიონალთა ინტერესების დაცვისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოში;
- საერთაშორისო და ადგილობრივი ტრეინინგ – პროგრამების, სემინარების, კონფერენციების, ფორუმების მომზადება და ორგანიზება;
- პროფესიული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების გამოცემა;
- თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან სამუზეუმო საქმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში;
- ადგილობრივი და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ინფორმირება თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების, სამუზეუმო სფეროში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების შესახებ.