December 18, 2021
ICOM-ის 2022 წლის წევრობის განახლება წევრებისთვის
ძვირფასო წევრებო,
გაცნობებთ, რომ ICOM-ის წევრობის განახლება დაიწყო 2021 წლის 15 დეკემბერს და გაგრძელდება 2022 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.
წევრობის განახლებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ თქვენს ელ-ფოსტაზე გამოგზავნილ ინფორმაციას.
გადახდის პირობები:
- თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ უნაღდო ანუ საბანკო გადარიცხვით შემდეგ ანგარიშზე : GE38TB0640536080100001 / ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტი (გთხოვთ, საბანკო გადახდის საფუძველში მიუთითოთ : ”საწევრო გადასახადი” და თქვენი სახელი-გვარი.
გადასახადის გადახდის შემდეგ, შეგიძლიათ, მიმართოთ ICOM საქართველოს დირექციას 2022 წლის სტიკერის მისაღებად.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ:
აღნიშნული ვადის (27 თებერვალი) გასვლის შემდეგ საწევრო გადასახადის მიღება შეწყდება!