Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

June 12, 2025

ICOM-ის 2025 წლის გენერალურ კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო განცხადება, კონფერენცია

2025 წლის 11–17 ნოემბერს, მთელი მსოფლიოს მუზეუმების პროფესიონალები და კულტურის სფეროს ლიდერები შეიკრიბებიან დუბაიში, გაერთიანებულ საამიროებში, საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე – ICOM Dubai 2025- ICOM-ის გენერალური კონფერენციაზე, რომლის თემაა „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში“. აღნიშნული თემა გაამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რა როლი აქვთ მუზეუმებს თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ და ტრანსფორმაციის ახალი შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით.

ICOM-ის 2025 წლის გენერალური კონფერენციის მრავალფეროვანი და მდიდარი პროგრამა მოიცავს:

  • პლენარულ სესიებს

  • პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებს და ჯგუფურ განხილვებს ICOM-ის სხვადასხვა კომიტეტების ორგანიზებით

  • სამეცნიერო და თემატურ სესიებს

  • ქსელის გაფართოების ღონისძიებებსა და კულტურულ ვიზიტებს

  • სპეციალურ შეხვედრებს, რომელიც ჩატარდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რეგიონის სხვა კულტურულ სივრცეებში.

ICOM-ის გენერალური კონფერენცია, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, გლობალური მასშტაბის მოვლენაა სამუზეუმო სფეროში — ის აერთიანებს ათასობით პროფესიონალს, რომლებიც მსჯელობენ მუზეუმების მომავალზე დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გზით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირება გენერალურ კონფერენციაზე ფიზიკური დასწრებისთვის. ამჟამად შესაძლებელია სპეციალური „ადრეული რეგისტრაციის“ გადასახადებით სარგებლობა, რომელიც ძალაშია 2025 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
ICOM-ის გენერალური კონფერენცია ჩატარდება Dubai World Trade Centre-ში (DWTC).


რეგისტრაცია

კონფერენციაზე რეგისტრაცია გახსნილია. შეგიძლიათ, ისარგებლოთ Early Bird გადასახადით, რომელიც ძალაშია 2025 წლის 30 აგვისტომდე.

კატეგორია Early Bird 23 April/30 August.  Regular 1 Sept/30 Oct.     Onsite 1 ნოემბრიდან
ICOM-ის წევრები

მე-3 & 4 კატეგორიის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველო.

EUR 210.00 EUR 262.50 EUR 315.00
არა-წევრი EUR 420.00 EUR 525.00 EUR 630.00
სტუდენტი EUR 78.75 EUR 105.00 EUR 131.25
თანმხლები პირი EUR 157.50 EUR 197.40 EUR 236.25

💻 გთხოვთ, გაითვალისწინოთ: დისტანციური (ონლაინ) მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიხსნება 2025 წლის 15 სექტემბერს.


თეზისების მიღება (+გრანტები) ICOM-ის საერთაშორისო კომიტეტების სესიებზე. 

ICOM-ის საერთაშორისო კომიტეტები აერთიანებს სამუზეუმო სფეროს წამყვან ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან.
თითოეული საერთაშორისო კომიტეტი (IC) დამოუკიდებლად გეგმავს საკუთარ სესიებსა და საერთაშორისო კომიტეტების დღის პროგრამას ICOM Dubai 2025-ის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს კონფერენციის თემის — მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში — მრავალმხრივ და სიღრმისეულ განხილვას.
გიწვევთ, წარადგინოთ თქვენი თეზისები თქვენს მიერ არჩეული კომიტეტის მიერ განსაზღვრული თემატიკისა და ფორმატების შესაბამისად.

განაცხადების წარდგენის ვადა: 2025 წლის 22 ივნისი (გთხოვთ, შეამოწმოთ თითოეული კომიტეტის ბმული განაცხადის წარდგენის ვადებისთვის).

ონლაინ ფორმაში წარმოსადგენია: საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის საერთაშორისო კომიტეტთან კავშირი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); აბსტრაქტის სათაური; აბსტრაქტი; მოკლე ბიოგრაფია; დამატებითი დოკუმენტაცია (თუ მოითხოვება); თანაავტორების/თანამომხსენებლების ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).

საერთაშორისო კომიტეტების სესიები: 

AVICOM – აუდიო ვიზუალური მედიის საერთაშორისო კომიტეტი & SUSTAIN – მდგრადობის საერთაშორისო კომიტეტი
თემა: ციფრული მედია და მდგრადობა: ტენდენციები AVICOM-ისა და SUSTAIN-ის პერსპექტივიდან
ბოლო წლებში მუზეუმების მიერ ციფრული მედიის — ვებ-გვერდების, მობილური აპლიკაციებისა და სოციალური მედიის — გამოყენება საგრძნობლად გაიზარდა. ამ ზრდასთან ერთად გამოიკვეთა როგორც შინაარსის ხარისხის, ისე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობის მნიშვნელოვანი განსხვავებები.

ეს ინტერდისციპლინარული სესია, რომელსაც ატარებენ AVICOM და SUSTAIN, მიზნად ისახავს აღნიშნული საკითხების ანალიზს, არსებულ გამოწვევებსა და წარმატებულ პრაქტიკებზე ყურადღების გამახვილებას. ასევე განიხილება, რომელი ციფრული ინიციატივებია რეალურად საჭირო, ნაკლებად ეფექტური ან მთლიანად გაუმართლებელი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივლისი.

AVICOM – აუდიო ვიზუალური მედიის საერთაშორისო კომიტეტი
თემა: ციფრული ტრანსფორმაცია კულტურულ მემკვიდრეობაში: მონაცემების, AI-ისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აუდიოვიზუალური შინაარსის წარმოებასა და გავრცელებაში

ციფრული ტრანსფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში: მონაცემების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება აუდიოვიზუალური შინაარსის შექმნისა და გავრცელებისთვის. როგორ შეუძლიათ კულტურის ინსტიტუციებსა და შინაარსის შემქმნელებს მონაცემებისა და AI-ის გამოყენება, რათა გააფართოვონ წვდომა კულტურულ შინაარსზე? როგორ ქმნიან ისინი ღია, ინტერკულტურულ სივრცეს კომუნიკაციისა და ურთიერთობისთვის?

სესიის ძირითადი თემები:
– AI და მანქანური სწავლება კულტურულ კონტენტში
– ციფრული ინსტრუმენტები შინაარსის გავრცელებისთვის
– მემკვიდრეობის ციფრული არქივირება და დაცვა
– ახალი ტექნოლოგიები აუდიოვიზუალური წარმოებაში
– AI და ინოვაციები “სიყვარულის, ურთიერთგაგებისა და კავშირის მუზეუმისთვის”

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივლისი.

CAMOC – ქალაქის ისტორიის მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: ურბანული მემკვიდრეობა: ადამიანები და (რე)პრეზენტაცია სწრაფად ცვალებად ქალაქებში

ქალაქები მუდმივი ცვლილებების წინაშე დგანან — ასეთ რეალობაში როგორ ხდება ურბანული მემკვიდრეობის კვლევა და ინტერპრეტაცია? ვის აქვს ძალაუფლება, გადაწყვიტოს, რა უნდა შენარჩუნდეს და როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი?
ICOM Dubai 2025-ის ფარგლებში, CAMOC განიხილავს, თუ როგორ შეუძლიათ ქალაქის მუზეუმებს ან ურბანული მემკვიდრეობით დაინტერესებულ სხვა ორგანიზაციებს, გახდნენ აქტიური მონაწილეები მომავალი საზოგადოებების ფორმირებაში — მსოფლიოს სხვადასხვა ურბანულ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტით MEASA რეგიონზე (მახლო აღმოსავლეთი, აფრიკა და სამხრეთ აზია).
სესია შეეხება იმასაც, თუ როგორ შეუძლია მუზეუმებს ხელი შეუწყონ ურბანული მემკვიდრეობის ინკლუზიურ და სამართლიან წარმოსახვას — ასახონ სხვადასხვა საზოგადოების ხმები, რომელთაც წვლილი შეიტანეს საკუთარი ქალაქების ისტორიაში და დღესაც აგრძელებენ მათი განვითარების ფორმირებას.

🔗 დეტალები: camoc.mini.icom.museum/conferences/dubai-2025

CAMOC & ICFA
თემა: ხელოვნება და კრეატიულობა არაბულ ქალაქებში: ტრანსფორმაცია

არაბული ქალაქები ისტორიულად კულტურული სიცოცხლის ცენტრებად გვევლინება — სადაც ხელოვნება ასახავს წარსულს, თანამედროვეობას და მომავლის ხედვებს. სესია მიესალმება თემებს, რომლებიც იკვლევს ურბანულ სივრცეებსა და შემოქმედებით პრაქტიკებს შორის ურთიერთობას არაბულ ქალაქებში — წარსულში, აწმყოსა და მომავალში.
განხილვის შესაძლო თემებია: ურბანული ხელოვნების მოძრაობები, ქალაქის ცხოვრებაზე გამოფენები, ურბანულ სივრცესა და კრეატიულ მუშაობას შორის დიალოგი, მუზეუმების როლი საზოგადოებრივ ხელოვნებაში და მათ ჩართულობა ურბანული თემების შემოქმედებით საქმიანობაში.
სესიის მიზანია დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ აყალიბებს ხელოვნება ქალაქს — და პირიქით, როგორ ახდენს ქალაქი გავლენას ხელოვნებაზე.

CIMUSET – მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: ხელმისაწვდომობის ჯაჭვში ნავიგაცია

მონაწილეები გააანალიზებენ ხელმისაწვდომობის ჯაჭვის თითოეულ ეტაპს და მიიღებენ ინსტრუმენტებს, რომელიც დაეხმარებათ საკუთარი ორგანიზაციებისათვის კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების განსაზღვრაში.
ხელმისაწვდომობის ჯაჭვი, რომელსაც მოძრაობის ჯაჭვსაც უწოდებენ, წარმოადგენს პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსალურ დიზაინსა და ხელმისაწვდომობას გამოცდილების ყველა ეტაპზე. ის ორიენტირებულია ინკლუზიური გარემოს შექმნაზე მომხმარებლის პერსპექტივიდან, ვიზიტის დაგეგმვის გადაწყვეტილებიდან დაწყებული და დასრულებული სახლში უსაფრთხო დაბრუნებით. ეს მიდგომა ეხება არამხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (მათ შორის, ვიზუალური, სმენითი, მოტორული, კოგნიტური ან სწავლის სირთულეებით), არამედ მათაც, ვინც განიცდის სოციალურ, ეკონომიკურ ან ეთნიკურ/კულტურულ ბარიერებს.
ფასილიტატორები: ანკატრინ მაიერი, Dialog Haus Hamburg & ამპარო ლეიმან პინო, Monterey Bay Aquarium

CIMUSET-ის სამოგზაურო გრანტი (გრანტი შეიძლება მოიცავდეს მგზავრობის, საცხოვრებლის, რეგისტრაციის ან სხვა დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას). ხარჯები ანაზღაურდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.

📅 განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 22 ივნისი. 📩 კონტაქტი: secretary.cimuset@icom.museum (გთხოვთ, განაცხადი და ბიუჯეტი გააგზავნოთ აბსტრაქტის წარდგენის შემდეგ)

პრიორიტეტი მიენიჭებათ: ICOM-ის 3, 4 და 5 კატეგორიის ქვეყნების წევრებს; CIMUSET/UMAC სესია B-ის ან CIMUSET-ის მომხსენებლებს; CIMUSET-ის ინდივიდუალურ ან ინსტიტუციურ წევრებს.

CIMUSET
თემა: სამეცნიერო მუზეუმების მომავალი: ახალი როლები, მდგრადობა და აქტუალობა სწრაფად ცვალებად სამყაროში
მეცნიერული მუზეუმები გარდამტეხ ეტაპზე იმყოფებიან — დეზინფორმაციის, კლიმატური კრიზისისა და AI-ის ეპოქაში მათი როლი მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
CIMUSET Day-ზე, რომელიც გაიმართება ICOM-ის 27-ე გენერალური კონგრესის ფარგლებში დუბაიში, განხილული იქნება, როგორ შეუძლიათ მეცნიერების მუზეუმებს გააძლიერონ ნდობა, გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს და დარჩნენ აქტუალური ცვალებად საზოგადოებებში.
შეხვედრა ეყრდნობა 2022 წელს პრაღაში მიღებული მუზეუმის ახალი განსაზღვრების სულისკვეთებას და ფოკუსირდება მუზეუმების პასუხისმგებლობაზე — ცოდნის, მდგრადობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობის საქმეში.

CIPEG – ეგვიპტოლოგიის საერთაშორისო კომიტეტი
თემა: არამატერიალური მემკვიდრეობა
სესიაზე შევისწავლით, თუ როგორ წარმოჩინდნენ ეგვიპტური და სუდანის კოლექციების მქონე მუზეუმები, როგორც დინამიკური ინსტიტუციები, რომლებიც არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვას შეძლებენ თანამედროვე, მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში.
ტექნოლოგიური პროგრესის, დემოგრაფიული ცვლილებების, მიგრაციის, სოციალური ქცევის ცვლილებებისა და გარემოს კუთხით გამოწვევების ფონზე, არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გლობალური საკითხია.
გავმართავთ დისკუსიას არამატერიალური მემკვიდრეობის უწყვეტობაზე და გააქტიურებაზე, მის შენარჩუნებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ ძველი ეგვიპტისა და სუდანის კოლექტიური კულტურული მემკვიდრეობა როგორც დღევანდელი, ასევე მომავალი თაობებისთვის.

CIPEG – ეგვიპტოლოგიის საერთაშორისო კომიტეტი
თემა: ახალგაზრდობის ძალა და ახალი ტექნოლოგიები
სესია დაეთმობა ახალგაზრდა თაობის გადამწყვეტ როლს ეგვიპტური და სუდანური კოლექციების მომავლის ჩამოყალიბებაში. ახალგაზრდობა ის ძრავაა, რომელიც სჭირდება მუზეუმებს სწრაფად ცვალებად რეალობაში მოძრაობისთვის. ეგვიპტური და სუდანური კოლექციების მქონე მუზეუმები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევენ ახალგაზრდებს — გაუხსნან ფანჯარა წარსულში, დაფიქრდნენ თანამედროვეობაზე და ჩაერთონ მომავლის შექმნაში. ტექნოლოგიური პროგრესისა და დისტანციური სწავლების ზრდის ფონზე, მუზეუმებს ეძლევათ შანსი გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები — შინაარსის ახალი ფორმების შესაქმნელად, აუდიტორიასთან უკეთესი კავშირის დასამყარებლად და მნახველთა გამოცდილების გასაძლიერებლად.

CIPEG & UMAC
თემა: უძველესი ცივილიზაციები და თანამედროვე აკადემია

სესია ეძღვნება იმას, თუ როგორ იცვლება ჩვენი აღქმა უძველესი ცივილიზაციების მატერიალურობაზე — განსაკუთრებით ძველი ეგვიპტის — თანამედროვე აკადემიური სივრცისა და კულტურული წარმოების სხვა ფორმების გავლენით. “თანამედროვე აკადემიად” ვგულისხმობთ კვლევით ორგანიზაციებს — იქნება ეს მუზეუმი თუ უნივერსიტეტი. განხილული იქნება, თუ როგორ ცვლის ახალი ტექნოლოგიები ცოდნის შექმნისა და გადაცემის პროცესს და რატომ არის საჭირო თანამედროვე და ეთიკური ჩარჩო, რომელიც დაარეგულირებს ამ ცოდნის წარმოქმნასა და გავრცელებას ახალ სამეცნიერო ტალღასთან ერთად.

COSTUME – კოსტუმის კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი, ICEthics – ეთიკური დილემების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: Homo Viator – მოგზაური ადამიანი. ჩაცმულობა მომთაბარეების, მოგზაურების, მიგრანტებისა და მლოცველებისთვის. ეთიკური გამოწვევები და ზეგავლენები

მომთაბარე ცხოვრების წესი ბევრ ცივილიზაციას თან ახლდა საწყის ეტაპზე, თუმცა დღესაც რჩება მრავალი თანამედროვე საზოგადოების კულტურის მნიშვნელოვან მახასიათებლად. COSTUME და ICEthics იწვევს მკვლევრებს, წარმოადგინონ ნაშრომები, რომელიც იკვლევს ჩაცმულობასა და მომთაბარე კულტურებს შორის მრავალფეროვან კავშირს — ეთიკური გამოწვევებისა და ზეგავლენების გათვალისწინებით.
განსახილველია ჩაცმულობა სხვადასხვა სახის მოგზაურობისთვის და ამ ფენომენის ყველა ასპექტი — სხვადასხვა თემის, რეგიონისა და ისტორიული ეპოქის ჭრილში. მოცემულ კულტურებში ჩაცმულობის ტრადიციები — უძველესიც და თანამედროვეც — ხშირად ატარებს ღრმა სიმბოლურ დატვირთვას და ასახავს იდენტობას, სოციალურ სტატუსსა და მსოფლხედვას. თუმცა მათი შესწავლა, შენარჩუნება და წარმოდგენა განსაკუთრებით გლობალიზებულ სამყაროში მრავალი რთული ეთიკური კითხვის წინაშე გვაყენებს.
ეს სესია მოუყრის თავს მრავალდისციპლინურ პერსპექტივებს არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, მოდის კვლევის, კულტურათმცოდნეობის, ისტორიისა და ეთიკის დარგებიდან.

DEMHIST – სახლ-მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: სახლ-მუზეუმი როგორც თანამედროვეობის მოწმე

ტრადიციულად, სახლ-მუზეუმები განიხილებოდა, როგორც წარსულთან კავშირისა და ისტორიული პიროვნებებისა და მათი საცხოვრებელი გარემოს მეხსიერების შემნახველი სივრცეები.
თუმცა, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, სახლ-მუზეუმები ასევე იქცნენ აქტიურ პლატფორმებად, რომლებიც რეაგირებენ კულტურული ცვლის პროცესებზე და იძლევიან შესაძლებლობას — დაუკავშირდნენ დღევანდელობას.
ამ სესიაში განვიხილავთ სახლ-მუზეუმების როლის ტრანსფორმაციას: როგორ ასახავენ ისინი თანამედროვე ცხოვრებას, როგორ ფიქსირდება თანამედროვეობის გამოცდილება მომავალი თაობებისთვის და როგორ ხდება ისტორიული ცხოვრების სტილის პარალელურად თანამედროვეობასთან გადაკვეთა და დიალოგი.

მთავარი საკითხები:

  • როგორ შეუძლიათ სახლ-მუზეუმებს გახდნენ თანამედროვე კულტურის პლატფორმა ისე, რომ შეინარჩუნონ ისტორიული ნარატივი?
  • როგორ შეიძლება წარსულსა და აწმყოს შორის დიალოგის წახალისება სოციალური ცვლილებების, მიგრაციისა და იდენტობის ფორმირების თემებზე?
  • რა ინოვაციური სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოს სახლ-მუზეუმმა, რომ დარჩეს აქტუალური და საინტერესო სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში?

DESIGN (ყოფილი ICDAD)
თემა: დუბაის დეკორატიული ხელოვნება, დიზაინი და არამატერიალური მემკვიდრეობა

ICOM Dubai-ის საერთაშორისო კომიტეტების დღისთვის, ICOM DESIGN გეგმავს საორიენტაციო დღე-საველე პროგრამას, რომელიც ფოკუსირდება ტრადიციულ ემირატულ ხელნაკეთობებსა და დიზაინზე, თემის “მორთულობა და იდენტობა” ფარგლებში.
საველე ვიზიტების პროგრამაში შედის:
– Bayt Al Khanyar მუზეუმი (დაგერები),
– ყავის მუზეუმი (ალ ფაჰიდის უბანში),
– Al Shindagha მუზეუმი (სუნამოები, სამკაული, ტრადიციული რეწვა, არქეოლოგია, ისტორიული სახლები და სხვ.),
– Turath ცენტრი ტრადიციული ხელნაკეთობებისთვის.
ვიზიტები მოიცავს როგორც საგნებს, ასევე ადგილობრივ ოსტატთა ცოცხალ დემონსტრაციებს, რაც ასახავს არაბთა გაერთიანებული საამიროების არამატერიალურ მემკვიდრეობას. თუ დრო და შესაძლებლობა იქნება, ასევე იგეგმება შოპინგი ძველ ბაზარში და ტრადიციული ემირატული სადილი. პროგრამის ბოლოს შესაძლოა გაიმართოს არაფორმალური სადილი DESIGN-ის წევრებისთვის.
ადგილი შეზღუდულია — გთხოვთ, წინასწარ დარეგისტრირდეთ. დეტალები დადასტურდება და მოგვიანებით გაეგზავნება რეგისტრირებულ მონაწილეებს.

GLASS – მინის მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი და DESIGN (ყოფილი ICDAD) – გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: მორთულობა და იდენტობა
სესია იკვლევს მორთულობის (adornment) როლს დეკორატიულ ხელოვნებაში — მინისა და სხვა მასალების მეშვეობით — როგორც იდენტობის, მემკვიდრეობისა და სოციალური კუთვნილების გამოხატვის საშუალებას. განიხილება, თუ როგორ აგრძელებს მორთულობა ფუნქციონირებას როგორც ვიზუალური ენა სხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში.
მოხსენებები მიიღება ICOM Dubai 2025-ის ქვე-თემების შესაბამისად: არამატერიალური მემკვიდრეობა, ახალგაზრდობის ძალა და ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც შეესაბამება მთავარ თემას – „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებაში“.
შესაძლო საკითხები (მოხსენებები შეიძლება იყოს თეორიული ან ქეისზე დაფუძნებული და ეხებოდეს მინისა თუ სხვა დეკორატიული ხელოვნების საშუალებით ინდივიდუალური და კოლექტიური იდენტობების წარმოდგენას):
ტრადიციული მორთულობის ტექნიკები, როგორც არამატერიალური მემკვიდრეობა
როგორ განახლდება ისტორიული ტრადიციები ახალგაზრდების შემოქმედებით ხედვაში?
როგორ იყენებენ მუზეუმები ახალ ტექნოლოგიებს დეკორატიული ხელოვნების შენარჩუნებისა და გაზიარებისთვის?

ICDAD & DEMHIST
თემა: მორთულობა და იდენტობა სივრცულ დიზაინსა და ობიექტებში
DEMHIST-ისა და DESIGN-ის (ყოფილი ICDAD) ერთობლივი სესია ეძღვნება მორთულობის როლს საცხოვრებელ სივრცეში — როგორც თვითგამოხატვისა და კულტურული იდენტობის ფორმას, სამუზეუმო არქიტექტურაში, კოლექციებსა და ექსპოზიციებში. განხილვის საგანი იქნება სახლ-მუზეუმები, დეკორატიული ობიექტები, ინტერიერის დიზაინი და ორნამენტიკა, როგორც საშუალება სოციალური როლისა და ესთეტიკური გემოვნების ასახვისთვის.
მისასალმებელია მოხსენებები, რომელიც ეხმიანება ICOM Dubai 2025-ის ქვე-თემებს: „უხილავი მემკვიდრეობა“, „ახალგაზრდობის ძალა“ და „ახალი ტექნოლოგიები“. თემებში შეიძლება შევიდეს: ტრადიციული რეწვის შენარჩუნება, ახალგაზრდების ჩართულობა ისტორიულ დიზაინში და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება საცხოვრებელი სივრცეების ახლებურად გასააზრებლად ან წარმოსაჩენად. სესიის მიზანია მულტიდისციპლინური დიალოგის წახალისება იმის შესახებ, თუ როგორ ასახავს ინტერიერის მორთულობა ყოველდღიურ გამოცდილებას და როგორ ინახავენ და აწვდიან მუზეუმები ამ ისტორიებს საზოგადოებას.

ICEE – გამოფენების გაცვლის საერთაშორისო კომიტეტი
თემა: მომავლის ისტორიების ფორმირება
პანელი მიმოიხილავს გამოფენების შინაარსის შექმნის ახალ ტენდენციებს: ხელოვნური ინტელექტი, თანამონაწილეობითი თხრობა, სენსორული სივრცეები და თემის მიერ შექმნილი ნარატივები.
განიხილება, თუ როგორ იყენებენ მუზეუმები ტექნოლოგიას, ინკლუზიურობასა და ექსპერიმენტულ მიდგომებს, რათა შექმნან თანამედროვე, მგრძნობიარე შინაარსი.
მუზეუმები და კულტურული ინსტიტუციები აქტიურად აახლებენ თავიანთ როლს სწრაფად ცვალებად სამყაროში, და შინაარსის შექმნის გზებიც სწრაფად იცვლება. მოწოდებულია ახალი ხედვები,ინოვაციური პრაქტიკები, რომლებიც ხელახლა განსაზღვრავს ვიზიტორთა გამოცდილებას.
თემები: თანაავტორობა და თანამონაწილეობითი შინაარსი; AI და ციფრული ინსტრუმენტები; ინსტიტუციური ნარატივის გადახედვა; ექსპერიმენტული ინტერპრეტაციის ფორმები; ინკლუზიური და ხელმისაწვდომი თხრობა; მრავალფეროვან აუდიტორიაზე მორგებული შინაარსი; თემის მიერ შექმნილი ან აქტივისტური გამოფენები; მოქნილი სამუშაო პროცესები და ადაპტაცია.

ICEE – გამოფენების გაცვლის საერთაშორისო კომიტეტი
თემა: გამოფენების ბაზრობა

აღმოაჩინეთ ახალი გამოფენები, მოისმინეთ პარტნიორობის მოწოდებები და შეისწავლეთ მასპინძლობის შესაძლებლობები მუზეუმების გლობალური ქსელიდან. გამოფენების მარკეტი მოიცავს როგორც ონლაინ, ისე ადგილზე პრეზენტაციებს.
ღონისძიება აერთიანებს წევრებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ ან უმასპინძლონ ახალ გამოფენებს. წარმოდგენილი იქნება ახლად შექმნილი გამოფენები და პროექტები, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.
ფორმატი: 3-წუთიანი პრეზენტაციები, სადაც ორგანიზაციები წარმოადგენენ გამოფენებს, რომლებსაც ეძებენ მასპინძლებს ან პარტნიორებს. სესია (90 წუთი) დაყოფილია ორი თემატური ბლოკით:
– ბუნება, მეცნიერება და ტექნოლოგია (პირველი 40 წთ)
– ხელოვნება და კულტურა (მეორე 40 წთ)
ყველა პრეზენტატორის საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მონაწილეთათვის.

ICEE
თემა: გამოფენების მომავალი
ICOM Exhibitions @ Etihad Museum – ინოვაციის, დიალოგისა და კავშირის დღე
შემოუერთდით ICOM Exhibitions-ს დუბაის Etihad Museum-ში ერთდღიან პრაქტიკულ პროგრამაში, რომელიც აერთიანებს ვორქშოფებს, ინტერაქტიულ სესიებსა და საერთაშორისო ნეთვორქინგს.

🔹 დილა: ექსკლუზიური მუზეუმის ტური და ვორქშოფი თემაზე „დიალოგისთვის შექმნილი დიზაინი“
🔹 შუადღე: ნეთვორქინგ ლანჩი და Lightning Talks მომავლის ტენდენციებზე
🔹 საღამო: Futures Lab — გუნდური იდეების გენერირება და პროტოტიპირება რეალურ გამოწვევებზე

დასასრულს გაიმართება საერთო შეჯამება და კოლაბორაციის შესაძლებლობების განხილვა.

ICFA – სახვითი ხელოვნების მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: ტრადიციები და შერწყმები: მუზეუმების როლი ცვალებად სამყაროში
გლობალიზაციისა და კულტურული გაცვლის სწრაფი ტემპის ეპოქაში, მხატვრული ტრადიციები მუდმივად ვითარდება სხვა გავლენებთან შერწყმით. მუზეუმებს, როგორც კულტურის ინსტიტუციებს, მნიშვნელოვანი როლი აქვთ მემკვიდრეობის დაცვასა და თანამედროვე ცვლილებებთან ადაპტაციაში. სესია განიხილავს, თუ როგორ შეუძლიათ მუზეუმებს შეინარჩუნონ ტრადიციული ხელოვნების ფორმები და ამავე დროს მიიღონ ახალი, ჰიბრიდული მხატვრული გამოხატვები.
თემები:

  • კურატორულ პრაქტიკასა და სამუზეუმო პოლიტიკაში გეოგრაფიულ კატეგორიებზე გადასვლა
  • დეკოლონიზაციის ზეგავლენა კოლექციებსა და ნარატივებზე
  • სხვადასხვა კულტურის შერწყმის წარმოჩენა
  • ტრადიციული ხელოვნების თანამედროვე კონტექსტში გადატანა
  • კულტურათაშორისი თანამშრომლობა სამუზეუმო პრაქტიკასა და თემთან ურთიერთობაში.

ICFA – სახვითი ხელოვნების მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: რას ამდიდრებს ტექნოლოგია – ციფრული ინოვაცია და მხატვრული გამოხატვა

ტექნოლოგია რადიკალურად ცვლის ხელოვნების შექმნის, დაცვისა და აღქმის გზებს. AI-ხელოვნებიდან ვირტუალურ გამოფენებამდე, ინოვაციები ახალ შესაძლებლობებს ქმნის მუზეუმებისთვისა და აუდიტორიისთვის. სესია იკვლევს, თუ როგორ ეხმარება ტექნოლოგია ეთნიკურობის უკეთ გააზრებაში, კულტურული დიალოგის გაღრმავებაში და ხელმისაწვდომობის ზრდაში — და პარალელურად სვამს კითხვებს კულტურული გამოფიტვისა და ციფრული გამორიცხვის საფრთხეებზე.

ICLCM – მწერლებისა და კომპოზიტორების სახლ-მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: ლიტერატურისა და კომპოზიტორების, მწერლებისა და მუსიკოსების სახლ-მუზეუმები – მომავლისკენ მიმართული ხედვა
მწერლებისა და კომპოზიტორების მუზეუმები დღეს ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. მწერლებისა და მუსიკოსების სახლ-მუზეუმები – პოეტების, დრამატურგების, ლიბრეტისტების, მთარგმნელების, კომპოზიტორების, მომღერლებისა და მოცეკვავეების სახლ-მუზეუმები – იძულებულნი არიან გაუმკლავდნენ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, ხელოვნური ინტელექტის გავლენას და კომუნიკაციის ახალ ფორმებს.
როგორი იქნება მომავლის ლიტერატურა და მუსიკა? შეინარჩუნებს თუ არა ადამიანის შემოქმედება იმ ღირებულებას, რომელმაც მსოფლიოს ლიტერატურული და მუსიკალური შედევრები მოუტანა?
მომავალთან გასამკლავებლად საჭიროა მივმართოთ წარსულს — გავიცნოთ, შევინარჩუნოთ და გავავრცელოთ მწერლებისა და კომპოზიტორების შემოქმედება, როგორც ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენი კოლექტიური იდენტობის ნაწილი.

ICME – ეთნოგრაფიული მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: სამუზეუმო პრაქტიკა AI-ის ეპოქაში: ტექნოლოგიები და ეთიკა
სესია განიხილავს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ინსტრუმენტები და სოციალური მედია სამუზეუმო პრაქტიკას. მოწვეულნი არიან კურატორები, მუზეუმის თანამშრომლები და თემების ორგანიზაციებთან მომუშავე პროფესიონალები.
საკითხები:
– ამარტივებს თუ არა AI თემების ჩართულობასა და სენსიტიური კოლექციების პატივისცემით წარდგენას?
– ხელს უწყობს თუ არა ახალგაზრდულ აუდიტორიასთან კავშირს, თუ ზრდის კულტურული ექსპლუატაციის რისკს?
სესია წაახალისებს დისკუსიას ეთიკურ პასუხისმგებლობაზე ციფრულ სფეროში და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მუზეუმებმა დაუჭირონ მხარი ციფრულ უფლებებსა და კულტურულ სუვერენიტეტს.

ICME – ეთნოგრაფიული მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: ტრანსფორმაციები მუზეუმების პრაქტიკაში თაობათა ცვლილების გავლენით

სამუზეუმო ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდობაა. სესია იკვლევს, როგორ პასუხობენ მუზეუმები ახალგაზრდულ ინიციატივებს, აქტივიზმისა და სამართლიანობის მოთხოვნებს და რამდენად იქცევა ეს თანამშრომლობა რეალურ ცვლილებად მუზეუმების ხელმძღვანელობაში, ხედვასა და კვლევით მიმართულებებში.
განსახილველია კითხვები: მიგვყავს თუ არა ეს პროცესები პოლიტიკისა და პრაქტიკის მნიშნელოვან ცვლილებამდე, თუ მხოლოდ ზედაპირული რეაქციებია? როგორ თანამშრომლობენ მუზეუმები ახალ თაობებთან, როგორც პარტნიორებთან და მომავალ ხედვაზე მომუშავეებთან?
სესია ასევე სვამს კითხვას — როგორ განვსაზღვრავთ “ახალგაზრდობას” მუზეუმის კონტექსტში? ვსაუბრობთ თუ არა მხოლოდ ასაკზე, თუ იდეებსა და პრაქტიკის სიახლეზე? და როგორ შეიძლება ახალგაზრდობა აღიქმებოდეს, როგორც პოლიტიკურ-დისკურსული პოზიცია, რომელიც ტრადიციულ ნორმებს და არსებული ცოდნის სისტემებს ეწინააღმდეგება?

ICME
თემა: მუზეუმები კულტურული სუვერენიტეტის, მიგრაციისა და კლიმატური კრიზისის პირობებში
გლობალური კრიზისების — მიგრაციის, კლიმატური ცვლილებებისა და კულტურული კონფლიქტების — ფონზე, მუზეუმები თამაშობენ აქტიურ როლს სამართლიანი და ინკლუზიური მომავლის ფორმირებაში. სესია იკვლევს, როგორ რეაგირებს მუზეუმური სფერო ამ გამოწვევებზე, თემებთან თანამშრომლობითა და ეთიკური პრაქტიკების გზით.
თემები მოიცავს:
– მიგრაცია და თანაკურატორობა გადაადგილებულ თემებთან
– კულტურული ინტელექტუალური საკუთრება და AI-ის გამოწვევები
– მუზეუმების როლი კულტურული სუვერენიტეტის მხარდაჭერაში
– კლიმატური სამართლიანობა და თემზე დაფუძნებული გამძლეობა

ICME იწვევს მონაწილეებს, შეაფასონ მუზეუმების როლი კრიზისებზე პასუხსა და საზოგადოებრივი ცვლილებების მხარდაჭერაში.

ICMS – სამუზეუმო დაცვის საერთაშორისო კომიტეტი
თემა: მუზეუმების მზადყოფნა კრიზისული სიტუაციებისთვის
1. ჰიბრიდული საფრთხეები: როგორ უნდა მოემზადონ მუზეუმები რთული გამოწვევებისთვის, რომლებიც აერთიანებს კიბერუსაფრთხოებას, დეზინფორმაციასა და ფიზიკურ საფრთხეებს?
2. მზად არიან თუ არა მუზეუმები და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები კონფლიქტური ვითარებებისთვის? რას გვასწავლის ისტორია და ახლანდელი მოვლენები?
3. სტუმართმოყვარეობა ზეწოლის პირობებში:როგორ უნდა შეინარჩუნონ მუზეუმებმა ღიაობა და მეგობრული გარემო საზოგადოებრივი დაძაბულობისა და პოლარიზაციის პირობებში?

ICAMT – სამუზეუმო არქიტექტურის ტექნიკების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: არქიტექტურა, დიზაინი და ციფრული სტრატეგიები არამატერიალური მემკვიდრეობის წარმოსაჩენად
ეს სესია შეისწავლის სამუზეუმო არქიტექტურისა და დიზაინის მნიშვნელოვან როლს არამატერიალური მემკვიდრეობის წარდგენაში.
განიხილება, თუ როგორ შეიძლება სივრცეების დაგეგმვა ისე, რომ ხელი შეუწყოს შემოქმედებითობას, სწავლებასა და მონაწილეობის ჩართულობას — წარსულის, კულტურული ნარატივებისა და თანამედროვე საკითხების გააზრებით.
სესია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ინოვაციურ პრაქტიკებსა და მაგალითებს, რომლებიც მორგებულია მრავალფეროვან აუდიტორიებზე და წარმოაჩენს, თუ როგორ ქმნის მუზეუმების შენობა და გამოფენის დიზაინი დინამიკურ სივრცეებს არამატერიალურ მემკვიდრეობის პრეზენტაციისთვის— ზრდის ხელმისაწვდომობას, ზემოქმედებასა და კულტურული ტრადიციების აქტუალურობას.

ICAMT – სამუზეუმო არქიტექტურის ტექნიკების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: სამუზეუმო არქიტექტურა, ტექნიკა და ახალი ტექნოლოგიები

მუზეუმები სულ უფრო ხშირად იყენებენ ციფრულ ფორმატებს ხილული და უხილავი მემკვიდრეობის წარმოსადგენად. ეს სესია დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას მუზეუმის არქიტექტურასა და გამოფენების დიზაინზე — მოქნილი სივრცეები, ინტერაქტიური ექსპოზიციები და ციფრული გადაწყვეტილებები, რომელიც აუდიტორიის განვითარებას ისახავს მიზნად. სესიაზე განიხილება, თუ როგორ უწყობს ხელს ინტერაქტიული დიზაინი, იმერსიული გამოცდილება და ციფრული ინსტრუმენტები მემკვიდრეობის დაცვასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ასევე ყურადღება დაეთმობა ფიზიკურ და ვირტუალურ მუზეუმებს შორის ურთიერთობის ცვლილებას, მათ შერწყმას და მასალების არჩევანს, რომელიც ხელს უწყობს კულტურის ისტორიებთან ემოციური კავშირის გაღრმავებას.

ICAMT & ICOM Storage
თემა: მუზეუმის საცავების არქიტექტურა და ტექნიკური მიდგომები
ერთობლივი სესია ახლად დაარსებულ ICOM Storage კომიტეტთან ერთად

სამუზეუმო საცავები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში. სესია ეძღვნება ინოვაციური პრაქტიკებისა და ტექნიკური გადაწყვეტების განხილვას საცავის დიზაინში — არქიტექტურის, კონსერვაციისა და ტექნოლოგიური წინსვლის გადაკვეთის წერტილზე.
მოხსენებები შეიძლება შეეხოს მდგრად დიზაინს, შენობების ადაპტირებულ გამოყენებას, კლიმატ-კონტროლის სისტემებს, სივრცის ოპტიმიზაციას და ტექნოლოგიების ინტეგრაციას კოლექციების მართვაში.  სესიის მიზანია, გავიზიაროთ გამოცდილება, თუ როგორ უზრუნველყოფს გააზრებული არქიტექტურა და ინოვაცია მუზეუმის კოლექციების უსაფრთხოებას, ხელმისაწვდომობასა და ხანგრძლივობას გლობალურ დონეზე.

ICETHICS – ეთიკური დილემების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: სიტყვებიდან ქმედებამდე: როგორ გამოიყურება მუზეუმის რეალური დეკოლონიზაცია გლობალურ კონტექსტში

სესია ეძღვნება კრიტიკულ საკითხს: ახდენენ თუ არა მუზეუმები რეალურ ცვლილებებს, თუ მხოლოდ დეკოლონიზაციის ენობრივი ფორმებით შემოიფარგლებიან? ბევრი ინსტიტუცია აცხადებს დეკოლონიზაციის სურვილს, მაგრამ იშვიათად ცვლის ძალაუფლების არსებულ სტრუქტურებს. ველოდებით მოხსენებებს, რომლებიც აფასებენ, არის თუ არა ცვლილებები მხოლოდ ზედაპირული (მაგ., წარწერების შეცვლა, დივერსიფიცირებული შტატი), თუ არსებობს სისტემური ტრანსფორმაცია — რეპატრიაციის, მმართველობის, თემის ჩართულობის ან შინაარსის გადახედვის სახით. სესიის მიზანია რეალური ცვლილებების შეფასება და გლობალური თვალსაწიერის გაფართოება დეკოლონიზაციის თემაზე.

ამავდროულად, ყურადღება მიექცევა არადასავლურ და მკვიდრ კონტექსტებს, სადაც დეკოლონიზაციას განსხვავებული მნიშვნელობა ენიჭება. განსახილველია თუ:
– როგორ არღვევენ დასავლურ მუზეუმის მოდელს ყოფილი კოლონიების ინსტიტუტები
– როგორ ინარჩუნებენ მკვიდრი თემები ნარატივზე კონტროლს
– რეპატრიაციის, ენის, ზეპირი ისტორიისა და ადგილობრივი ცოდნის როლი ახალი კურატორული მიდგომების ფორმირებაში

ICETHICS – ეთიკური დილემების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: ქალთა და ახალგაზრდობის გაძლიერება: განათლება და ეთიკა მუზეუმებში
IC Day-ის თემა: ქალთა წვლილის, ახალგაზრდობის გაძლიერების, ეთიკური პასუხისმგებლობისა და საგანმანათლებლო პრაქტიკის გადაკვეთა მუზეუმის კონტექსტში.
ICEthics Day-ის შესახებ: ეს სესია მიზნად ისახავს კრიტიკული დიალოგისა და იდეების გაცვლის ხელშეწყობას იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მუზეუმებს ეთიკისა და განათლების გზით ხელი შეუწყონ ქალებისა და ახალგაზრდობის გაძლიერებას. ვიწვევთ მკვლევრებს, მუზეუმის სპეციალისტებს, პედაგოგებსა და თემის აქტივისტებს, რათა ერთად დავფიქრდეთ მუზეუმებზე როგორც ცვლილების პლატფორმებზე — ინკლუზიურობის, ეთიკური ცნობიერების და ტრადიციული ნარატივების გადახედვის თვალსაზრისით.

ICOMAM – იარაღისა და სამხედრო ისტორიის მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
აკადემიური პროგრამა თემაზე: მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებაში.
აკადემიური გაცვლა იარაღისა და სამხედრო მემკვიდრეობის თემატიკაზე (ICOMAM-ის ინტერესის სფერო).

ICR – რეგიონული მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი, ICMAH – არქეოლოგიის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი, DRMC – კატასტროფების მიმართ მდგრადი მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: სტრატეგიული დაგეგმვა რეგიონული და ადგილობრივი მუზეუმებისთვის — არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ პირობებში

სესია შეისწავლის, თუ როგორ ემზადებიან მუზეუმები მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის და რა გამოცდილებას გვთავაზობენ პროფესიონალები კრიზისის დროს ან მის შემდეგ.
მუზეუმის თანამშრომელთა რეაგირების გამოცდილება კრიტიკულ სიტუაციებში იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას სტრატეგიების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სიცოცხლის, კოლექციებისა და არქეოლოგიური ძეგლების დაცვას.
ეს ცოდნა წარმოდგენილი იქნება კონკრეტული მაგალითების მეშვეობით — დაწყებული კატასტროფამდე დაგეგმვით, კრიზისზე რეაგირებითა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიებით, რომლებიც წარმატებით იქნა განხორციელებული.

ICR
თემა: რეგიონული მუზეუმების ბრენდინგი და მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში

დღეს, როცა კულტურული სივრცე სულ უფრო კონკურენტულია, რეგიონულ მუზეუმებს სჭირდებათ ძლიერი და ავთენტური ბრენდი, რათა ჩართონ ადგილობრივი საზოგადოება და მიიზიდონ ფართო აუდიტორია. სესია განიხილავს, როგორ დაამკვიდრონ მუზეუმებმა თავიანთი უნიკალური იდენტობა — მემკვიდრეობისა და ინოვაციის ბალანსით, ციფრული საშუალებების გამოყენებითა და ეფექტური კომუნიკაციით.
ბრენდინგისა და მარკეტინგის ექსპერტები გააზიარებენ წარმატებულ მაგალითებს, პრაქტიკულ მიდგომებს აუდიტორიის ჩართულობის, სტორითელინგისა და პარტნიორობის გაძლიერებისთვის — რათა მუზეუმებმა გააძლიერონ თავიანთი როლი და გავლენა რეგიონში.

ICR
თემა: რეგიონული მუზეუმების როლი ადგილობრივ იდენტობებსა და ისტორიებზე დაფუძნებულ სივრცეებად
დღეს მუზეუმები დგანან გარდამტეხ წერტილზე — სწრაფი სოციალური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური ცვლილებების ფონზე. როგორც ადგილობრივად დაფუძნებული ინსტიტუტები, მათ შეუძლიათ გააძლიერონ თემთა გამძლეობა, ჩართულობა და შემოქმედება.
სესია ეძღვნება იმ საკითხებს, თუ როგორ გარდაიქმნება მუზეუმები მემკვიდრეობის მცველებიდან სოციალური ცვლილებების აგენტებად — როგორ პასუხობენ ისინი ნაკლებად წარმოდგენილ თემებზე, იდენტობათა მრავალფეროვნებასა და ახალი ნარატივების შექმნის საჭიროებას.
მოვუწოდებთ მონაწილეებს წარადგინონ ინოვაციური პროგრამები, საგანმანათლებლო მიდგომები, დიზაინისა და ლიდერობის სტრატეგიები, რომლებიც მუზეუმებს გარდაქმნის მოქნილ, ინკლუზიურ და მომავლისკენ მიმართულ ინსტიტუტებად.

DRMC – კატასტროფების მიმართ მდგრადი მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: დაზიანებების პრევენცია, რეაგირება და აღდგენა: პრაქტიკული მაგალითები და თანამშრომლობის შესაძლებლობები

მუზეუმები საფრთხის წინაშე დგანან — ბუნებრივი კატასტროფების, პოლიტიკური არასტაბილურობისა და კონფლიქტების შედეგად — რაც ზიანს აყენებს ეს როგორც პერსონალს, ასევე კოლექციებსა და შენობებს. ამ სესიაში DRMC გააზიარებს გამოცდილებას, წარმატებულ და წარუმატებელ პრაქტიკულ მაგალითებს, თუ როგორ ხდება კატასტროფებისთვის მზადება, რეაგირება და აღდგენა. სესიის მიზანია მუზეუმების სფეროში რისკების მართვის ცოდნის გაძლიერება და პროფესიული ქსელების შექმნა ამ გლობალურად მნიშვნელოვან თემაზე.

INTERCOM – სამუზეუმო მენეჯმენტის საერთაშორისო კომიტეტი & ICOMON – ფულისა და საბანკო მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: მუზეუმების დაფინანსება: ახალი ტენდენციები და მომავლის პერსპექტივები

მუზეუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანების კეთილდღეობის ხელშეწყობაში, კრიტიკული აზროვნების წახალისებასა და სოციალური ერთობის განმტკიცებაში. ამ როლის გასაგრძელებლად მათ სჭირდება სტაბილური რესურსული ბაზა.
ICOM-IMREC-ის მიერ ინიცირებული და IRAPFM-ის (საჯარო დაფინანსების საერთაშორისო კვლევითი ალიანსი) მიერ ჩატარებული გლობალური კვლევა აფიქსირებს მუზეუმების საჯარო დაფინანსების შემცირების ტენდენციას ბოლო 20 წლის განმავლობაში.
სესია გააანალიზებს: საჯარო დაფინანსების გლობალურ მდგომარეობას და მის ზეგავლენას; მუზეუმების მიერ გამოყენებულ ახალ დაფინანსების მოდელებს; ადვოკატირების აუცილებლობას მუზეუმების მდგრადი მომავლისთვის
მოდერატორი: კეროლ სკოტი
მთავარი მომხსენებლები: მიშელ რივე, მარეკ პროკუპეკი

INTERCOM, ICOMON
თემა: ლიდერობა და სტრატეგიული ადვოკატირება
(თანამონაწილეები: ICOM SEE, ICOM UK, ICOM FRANCE, IMREC)

მუზეუმების სახელმწიფო დაფინანსების კლების ფონზე, მენეჯმენტისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადვოკატირების უნარი — როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოსაზიდად, ისე გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოსახდენად. ამისთვის საჭიროა მტკიცე არგუმენტები მუზეუმების სოციალური და ეკონომიკური ღირებულების შესახებ, კულტურული პოლიტიკის ცოდნა, და არანაკლებ — კამპანიების დაგეგმვა, იდეების წარდგენა, პარტნიორთა ქსელის შექმნა და ლობირების სტრატეგიები. სესია გამოიკვლევს ღირებულებებზე დაფუძნებულ ადვოკატირებას, როგორც მუზეუმური ლიდერობის ინსტრუმენტს მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

მოდერატორი: ჰანს ვან ბუნტე (INTERCOM)
მთავარი სპიკერები: ასმა იბრაჰიმი (ICOMON), ტერი ნიამბე (ICOM Zambia) – დასადასტურებელი
Flash პრეზენტაციები: მოხსენებები თემასთან შესაბამისობის მიხედვით

INTERCOM & ICOMON
თემა: აუთსორსინგი და ფრილანსინგი მუზეუმებში

მუზეუმები ათწლეულებია მიმართავენ აუთსორსინგს — დაცვიდან დიზაინამდე — და ფრილანს სპეციალისტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მათი ცოდნითა და უნარებით. თუმცა, აუთსორსინგის მასშტაბებისა და ფორმების ზრდამ შეკითხვები გააჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ზეგავლენას ახდენს მუზეუმის ხელმძღვანელობასა და ყოველდღიურ მართვაზე, რესურსების განვითარებასა და თანამშრომელთა პირობებზე.
სესიაში წარდგენილი იქნება ახალი კვლევა მუზეუმებში აუთსორსინგის პრაქტიკაზე, რაც გახდება განხილვის საფუძველი — როგორ უნდა უპასუხოს ამ ტენდენციას ICOM და როგორ შეიძლება მისი განვითარება და რეგულირება გლობალურ დონეზე.
მოდერატორი: კრისტინა ვანინი
პანელი: ემილი ჟირარი (ICOM France), ბლეიზ კილიანი (ICOMON)

INTERCOM & ICOMON
თემა: მომავლის ხედვა: დიალოგი მუზეუმების ახალგაზრდა ლიდერებთან

სესია ორ ნაწილადაა დაყოფილი:
ნაწილი I – Museum Leadership House 2025
წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მუზეუმური ლიდერების ფორუმის (MLH 2025) ძირითადი შედეგები. ვორქშოფი დაფუძნებულია სამ ეტაპზე — საფუძველი, გამოწვევა და გააქტიურება — და მიზნად ისახავს ლიდერობის გამოწვევებზე მსჯელობას აუდიტორიასთან.
წამყვანები: სოფია ვიდმანი, ოლგა ტიხონოვა (MLH), ან-მარი გილისი (INTERCOM)

ნაწილი II – ფორუმი პარტნიორებთან
დისკუსია ICOM Arab-ისა და რეგიონული ლიდერების მონაწილეობით თემაზე: როგორ შეუძლიათ მუზეუმებს მხარდაჭერა გაუწიონ ახალ ლიდერებს.
მოიცავს დისკუსიას ICOM-ის ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭოს როლზეც.
მოდერატორი: მარტა იკაბონგო (INTERCOM)

ICOM COMMS – სამუზეუმო კომუნიკაციის საერთაშორისო კომიტეტი
თემა: არამატერიალური მემკვიდრეობა — ამბის თხრობა, იდენტობა და აქტუალობა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის თაობიდან თაობაზე გადაცემა ტრადიციულად ხორციელდებოდა სხვადასხვა გზით — მათ შორის ზეპირი, წერილობითი, მუსიკალური და ვიზუალური ფორმებით. მაგრამ დღეს, როგორც მუზეუმის კომუნიკატორები, როგორ ვუთმობთ სათანადო ყურადღებას ავთენტურობას, სენსიტიურობას, ცოცხალ ტრადიციებსა და მარგინალიზებულ თემებს მაშინ, როცა ვქმნით, ვავრცელებთ, ვაწინაურებთ და ვაფასებთ შინაარსისა და თხრობითი ფორმების ეფექტურობას — შინაარსისა, რომელიც მიმართულია ფართო აუდიტორიის ჩასართავად და ინტერესის გასაღვივებლად, თანამედროვე კომუნიკაციის მედიით, ტექნოლოგიებით, ტერმინოლოგიით, მეთოდებითა და პლატფორმებით?
ICOM COMMS (ყოფილი MPR) ამ სესიაში წარმოგიდგენთ პრეზენტაციებსა და ინტერაქტიულ დისკუსიებს თემებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუზეუმის კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის, მარკეტერებისთვის, ფონდების მოძიების სპეციალისტებისა და თემთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის.
თემები: ციფრული თხრობა და შინაარსის ეთიკური საზღვრები; სოციალური მედიისა და პოდკასტების სტრატეგიები; მედია და ინფლუენსერთან ურთიერთობები; კრიზისების მართვა კულტურული მიტაცების (appropriation) საკითხებში; თემაზე ორიენტირებული ფონდების მოძიება.

ICOM COMMS – სამუზეუმო კომუნიკაციის საერთაშორისო კომიტეტი
თემა: ახალგაზრდობის ძალა — თანაშექმნა, აქტივიზმი და ციფრული კომპეტენცია

თანამედროვე ახალგაზრდები ტექნოლოგიურად განვითარებული, კრეატიული და ინოვაციურები არიან, მაგრამ იმავდროულად ექვემდებარებიან ინფორმაციისა და ვიზუალური შეტყობინებების უწყვეტ ნაკადს, რომელიც მათ ქცევასა და აზროვნებაზე ზემოქმედებს. როგორ უკავშირდებიან მუზეუმები მათ ამ დინამიკურ და ციფრულად გადატვირთულ გარემოში? როგორ აღძრავენ ინტერესს და ქმნიან შინაარსობრივ კავშირს? ICOM COMMS (ყოფილი MPR) სესია მოიცავს პრეზენტაციებსა და ინტერაქტიულ დისკუსიებს თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მუზეუმების კომუნიკატორებისთვის, მარკეტინგისა და ფონდების მოძიების პროფესიონალებისთვის: ახალგაზრდების მიერ ხელმძღვანელობადი მარკეტინგული ინიციატივები, თაობათშორისი ჩართულობის სტრატეგიები და ახალგაზრდებზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელები.

ICOM COMMS
თემა: ახალი ტექნოლოგიები — ხელოვნური ინტელექტიდან ეთიკურ დილემებამდე

AI, AR და VR სწრაფად ცვლიან მუზეუმების კომუნიკაციის, ჩართულობისა და ფონდების მოძიების სტრატეგიებს, თუმცა მათი კულტურული და სოციალური ზემოქმედება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. როგორ უნდა აითვისონ მუზეუმებმა ეს ტექნოლოგიები კრეატიულად, პასუხისმგებლობით და შედეგიანად?
ICOM COMMS (ყოფილი MPR) წარადგენს პრეზენტაციებსა და დისკუსიებს თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მუზეუმის კომუნიკატორებისთვის, მარკეტინგისა და ჩართულობის სპეციალისტებისთვის:
– ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის გასაფართოებლად
– აუდიტორიის მოლოდინების ცვლილება და პერსონალიზაცია
– ციფრული PR და ბრენდის მართვა
– დეზინფორმაციისა და ყალბი შინაარსის იდენტიფიცირება
– ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფონდების მოძიება და ხარჯ-შემოსავლების შეფასება

NATHIST – ბუნების ისტორიის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი & UMAC – საუნივერსიტეტო მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: ბუნებრივსა და კულტურულ მემკვიდრეობას შორის ზღვარის გადახედვა

სესია იკვლევს ბუნების ისტორიის მუზეუმებისა და კოლექციების როლს არამატერიალური ცოდნის ხელახალ გააქტიურებაში. კულტურულ მემკვიდრეობასა და მისი წარმოშობის ისტორიებს შორის კავშირის აღდგენა ხელს უწყობს იდენტობის გაღრმავებას და ცოცხალი ცოდნის შენარჩუნებას. ბუნების ისტორიის მუზეუმები გარდაიქმნება სივრცეებად, სადაც განიხილება გარემოს ცვლილება, დაბინძურება, მიგრაცია და ჰაბიტატის დაკარგვა — საკითხები, რომელიც წარმოაჩენს კულტურულისა და ბუნებრივის ურთიერთკავშირს.
დღეს უფრო მეტად საჭირო ხდება კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტეგრირებული ანალიზი, განსაკუთრებით ომების, კონფლიქტებისა და ეკოსისტემის ცვლილებების პირობებში.
სესიაში მისასალმებელია ქეისები და ინტერდისციპლინური ანალიზები.

SOMUS & ICME
თემა: გაგრძელებული დიალოგი: ერთობლივი პასუხისმგებლობა და თანამშრომლობითი მუზეოლოგიური პრაქტიკა

სესია ეძღვნება რეგიონული და თემებზე დაფუძნებული მუზეუმების გამოცდილებას — ინსტიტუციებს, რომლებიც შექმნილია, ეკუთვნის და იმართება ადგილობრივი ორგანიზაციების, მკვიდრი ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ.
მოვუწოდებთ მონაწილეებს, გააზიარონ, თუ როგორ ახდენენ მცირე და საშუალო მუზეუმები — განსაკუთრებით ოკეანეთში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში, აზიასა და აფრიკაში — სამუზეუმო ეთოსის გადახედვასა და განმარტებას. სესია იკვლევს, თუ როგორ აძლიერებს კოლაბორაციული პრაქტიკა თემის იდენტობას, ალტერნატიული ცოდნის ფორმებსა და თვითგამორკვევის უნარს. დაგეგმილია დიალოგი იმის შესახებ, როგორ შეიძლება ერთობლივმა პასუხისმგებლობამ და გაზიარებულმა ავტორიტეტმა ხელი შეუწყოს კულტურული იდენტობებისა და ადამიანთა არსებობის დაცვას.

SUSTAIN
თემა: მუზეუმები, როგორც მოქმედების სივრცე: მხარდაჭერა სამართლიან გარდაქმნაში და მდგრადი მომავლისკენ სვლა
ICOM SUSTAIN, რომელიც 2024 წლის მარტში დაარსდა, 2025 წლის გენერალურ ასამბლეასა და წლიურ კონფერენციას 15 ნოემბერს დუბაიში, მომავლის მუზეუმში გამართავს. ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდება და ონლაინ მონაწილეობის შესაძლებლობასაც უზრუნველყოფს.
SUSTAIN წარმოადგენს ICOM-ის პასუხს კლიმატურ და გარემოს გლობალურ კრიზისებზე. ასამბლეა და კონფერენცია გახდება პლატფორმა ICOM-ის მდგრადობაზე ორიენტირებული საქმიანობის განსავითარებლად და სამართლიანი გარდამავალი პროცესების მხარდაჭერისთვის მუზეუმების მონაწილეობით.

UMAC – საუნივერსიტეტო მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
თემა: სწრაფი ცვლილებები უმაღლეს განათლებაში: უნივერსიტეტური მუზეუმებისა და კოლექციების სტრატეგიული მნიშვნელობა
უმაღლესი განათლების სწრაფი ტრანსფორმაცია — სწავლების მეთოდებში, კვლევასა და საზოგადოების ჩართულობაში — უნივერსიტეტურ მუზეუმებს წინ ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აყენებს.
სესია იკვლევს, როგორ უნდა განვითარდნენ უნივერსიტეტული მუზეუმები მომავლის აკადემიურ სივრცეში: როგორ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები, წაახალისონ ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა და ჩაერთონ მრავალფეროვან თემებთან. მხოლოდ ამ გზით შეძლებენ ისინი დარჩნენ მნიშვნელოვან პარტნიორებად განათლებისა და საზოგადოების სერვისში.
ეს შეხვედრა ასევე აღნიშნავს UMAC-ის პირველ მონაწილეობას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

[instagram-feed]