June 8, 2022
ICOM იწყებს მეოთხე კვლევას მუზეუმების, მუზეუმის სპეციალისტებისა და Covid-19-ის შესახებ
Covid-19-ის პანდემიის სხვადასხვა ფაზის დროს ICOM-მუზეუმების საერთაშორისო საბჭო ღია და ანონიმური ონლაინ-გამოკითხვის მეშვეობით დაკვირვებას აწარმოებდა კრიზისის მოკლე და გრძელვადიან ზემოქმედებაზე და უსაფრთხოების ზომებზე მუზეუმის პროფესიონალებისთვის.
შეგიძლიათ იხილოთ ICOM-ის 2020-2021 წლების ანგარიშები, რომელიც წარმოგიდგენთ ანალიზს იმის შესახებ, თუ როგორ გადაიტანეს მუზეუმებმა Covid-19 კრიზისის ყველაზე მწვავე მომენტები მთელ მსოფლიოში. კვლევების საფუძველზე ნათლად გამოჩნდა, რომ მუზეუმებმა კრიზისის შედეგად წარმოაჩინეს ინოვაციური მიდგომები ციფრულ კომუნიკაციებში, ეს იყო ტენდენცია, რომელიც პანდემიამდეც შეიმჩნეოდა; ნახევარზე მეტმა რესპონდენტმა მუზეუმმა პირველად მოახდინა თავის აუდიტორიასთან ონლაინ ფორმატში კომუნიკაცია, რესპონდენტთა 75% კი უკვე გეგმავდა ციფრული სტრატეგიის გადახედვას.
Covid-19-ის პანდემია ამ დრომდე ახდენს გავლენას მუზეუმებსა და მუზეუმის პროფესიონალებზე. აქედან გამომდინარე, ყველა მუზეუმს მოვუწოდებთ, ჩაერთოს გამოკითხვაში და დაგვეხმარონ, გავიგოთ მეტი მიმდინარე სიტუაციაზე და დავიცვათ მუზეუმები მთელ მსოფლიოში!