Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

November 9, 2023

ICOM საქართველოსა და EUMM ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ექსპერტის შეხვედრა სიახლე, ფოკუსი

2023 წლის 8 ნოემბერს ICOM საქართველოს თავმჯდომარე ლანა ქარაია და საბჭოს წევრი მარიამ ჩხაიძე EUMM ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტს ლუიჯი სპადარის შეხვდნენ.

EUMM-ს ექსპერტის მიერ ინიცირებული შეხვედრისას, მხარეების მიერ განხილული იქნა მუზეუმებისა და ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და დაცვის საკითხები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში (ცხინვალი და აფხაზეთი) და საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე. ექსპერტმა მიიღო დეტალური ინფორმაცია ICOM საქართველოს ღონისძიებების თაობაზე ორივე რეგიონში მდებარე მუზეუმებისა და ძეგლების ირგვლივ არსებული გარემოებების შესახებ, ასევე ორგანიზაციის კვალიფიკაციის ამაღლების განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ კრიზისის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ICOM საქართველოს სამომავლო გრძელვადიანი პროექტი საქართველოს წითელი ნუსხის შექმნის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული ფასეულობების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებებს.

შეხვედრის დასასრულს, EUMM-ს ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ განხილული საკითხები და მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის სრულყოფაში და გააძლიერებს ICOM საქართველოსა და EUMM-ს მომავალ თანამშრომლობას საერთო მიზნით – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.

ლუიჯი სპადარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სარდლობის პოლკოვნიკად მსახურობდა იტალიის კარაბინერებში, რომლის დროსაც იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა ICOM – მუზეუმების საერთაშორისო საბჭოსთან როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ლუიჯი სპადარის მიმდინარე მისია საქართველოში მიზნად ისახავს EUMM-ს შესაძლებლობების გაძლიერებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით და ხაზს უსვამს მუზეუმების უმთავრეს როლს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პრეზენტირებაში.

[instagram-feed]