March 25, 2022
მოწვევა ICOM საქართველოს წევრთა საერთო კრებაზე ანონსი
ძვირფასო წევრებო,
გაცნობებთ, რომ მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) საქართველოს ეროვნული კომიტეტის საბჭოს მიერ შემუშავდა კომიტეტის წესდების ახალი რედაქცია, რომელიც უნდა დამტკიცდეს კომიტეტის წევრთა საერთო კრებაზე.
იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტი გიწვევთ კომიტეტის წევრთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება ა.წ. 9 აპრილს, 10:00 საათზე (დანართი #1 – კრების დღის წესრიგი ). კრების ჩატარების ადგილი გეცნობებათ კრებამდე ერთი კვირით ადრე.
გთხოვთ, გაეცნოთ წესდების ახალი რედაქციას (დანართი #2 იხილეთ თქვენს ელ-ფოსტაზე) და მასთან დაკავშირებული წინადადებები/კომენტარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ა/წ 1 აპრილის 18.00 საათამდე ამავე ელ-ფოსტის (icomgeo@gmail.com) მისამართზე. იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის საბჭო განიხილავს ყველა შემოსულ წინადადება/კომენტარს და წესდების საბოლოო რედაქციას გამოგიგზავნით საერთო კრებამდე 1 კვირით ადრე.
გაცნობებთ, რომ წევრებს იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის საბჭოს წევრობაზე კანდიდატურის წარდგენა შეგიძლიათ ა.წ. 2 აპრილიდან 7 აპრილის 18:00 საათამდე ამ ბმულის (https://docs.google.com/forms/) მეშვეობით.
თუ გსურთ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, გთხოვთ, 9 აპრილს საერთო კრებაზე წარმოადგინოთ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განვითარების თქვენეული პროგრამა/ხედვა, რომელსაც გააცნობთ ახლადარჩეულ საბჭოს წევრებს.
გთხოვთ, დაადასტუროთ წერილის მიღება და გაიაროთ საერთო კრებაზე დასწრების წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე: https://docs.google.com/forms/რეგისტრაცია