Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

November 24, 2024

ICOM Europe 2024 წლის სასწავლო კურსი თბილისში, იწყება! ტრენინგი

2024 წლის 25-27 ნოემბერს თბილისში ჩატარდება ICOM Europe 2024-ის სასწავლო კურსი თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობა: მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“.

სასწავლო კურსში მონაწილეობას იღებენ თბილისის და საქართველოს რეგიონების სამუზეუმო და მემკვიდრეობის ინსტიტუციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ეროვნული გვარდიის წევრები.

კურსი მიზნად ისახავს მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების ცოდნის გაღრმავებას კრიზისების მართვის, საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნის და კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგიების მიმართულებით. მონაწილეები გაეცნობიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკულ სტრატეგიებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კრიზისულ სიტუაციებში რეაგირებაზე, საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებასა და კრიზისული კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე.


კურსის ძირითადი თემებია:

  • კატასტროფების რისკების მართვა და მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებისთვის
  • საგანგებო სიტუაციებში ევაკუაციის პროცედურები
  • დოკუმენტაცია და რესტავრაციის მეთოდები
  • ადამიანზე ორიენტირებული პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დროს
  • კომუნიკაცია კრიზისის დროს

სასწავლო კურსის მოწვეული ექსპერტები:

  • ჯულიანა ერიკანი – ICOM ევროპა
  • ალესია სტროცცი – ICOM იტალია
  • თამარ სოფრომაძე – ლურჯი ფარი საქართველო
  • კლერ ლეჟერი – ლურჯი ფარი საფრანგეთი
  • მარია ელენა კორადო და ფრანჩესკა კაპანა – ICR

ტრენინგის შედეგები

სასწავლო კურსის ძირითადი შედეგები და შეჯამება წარდგენილი იქნება 28-29 ნოემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში ტარდება. კურსი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ახალ მიდგომების დანერგვას და პროფესიონალებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.


ICOM ევროპის 2024 წლის სასწავლო კურსი ტარდება ICOM SAREC საგრანტო პროგრამით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. კურსი ორგანიზებულია ICOM-ის ევროპის რეგიონული ალიანსისა და ICOM საქართველოს მიერ, ICOM საერთაშორისო და ეროვნულ კომიტეტებთან თანამშრომლობით, მათ შორის: ICOM DRMCICOM MPRICOM France, ICOM AustriaICOM Belgium და ICOM Italy, აგრეთვე Blue Shield FranceBlue Shield Georgia, Istituto Centrale per il Restauro (ICR)Opificio delle Pietre Dure  და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობით.

[instagram-feed]