September 15, 2020
ICOM ICAMT 2020 წლის ონლაინ-კონფერენციაზე რეგისტრაცია გაიხსნა! კონფერენცია
ICOM-ის სამუზეუმო არქიტექტურისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო კომიტეტი ICAMT ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებას ამა წლის ოქტომბრის დასაწყისში პორტოში გეგმავდა. სამწუხაროდ, COVID-19-ის პანდემიის გამო ბევრ ქვეყანას გრძელვადიანი შეზღუდვებისა და მკაცრი ზომების მიღებამ მოუწია. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა გადაწყვიტა კონფერენციის ორგანიზება ციფრულ ფორმატში 2020 წლის 7-8 ოქტომბერს.
ICAMT-ის წევრებს და ნებისმიერ პირს, რომელსაც სამუზეუმო არქიტექტურა და საგამოფენო ტექნოლოგიები აინტერესებთ, შეუძლიათ დაესწრონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ონლაინ-კონფერენციაში.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და საჭიროებს რეგისტრაციას ამ ბმულის მეშვეობით: https://www.eventbrite.com/e/icamt
კონფერენცია ჩატარდება Zoom პლატფორმაზე. ყველა რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს ღონისძიებაზე დასასწრებ ბმულს ელექტრონული ფოსტით.
მალე ICAMT წარმოადგენს კონფერენციის ორდღიან პროგრამას და პანელისტების ბიოგრაფიებს კომიტეტის ვებ-გვერდზე http://icamt.mini.icom.museum.