Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

March 30, 2025

ICOM-IMREC-ის კვლევითი სტიპენდიების კონკურსი ციფრული ლიდერობის მიმართულებით კონკურსი

ICOM IMREC (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის პლატფორმა) იწყებს ახალ ინიციატივას — კვლევითი სტიპენდიების პროგრამას ციფრული ლიდერობის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს სამუზეუმო სფეროს პროფესიონალთა მხარდაჭერას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

პროექტის მიზანია შექმნას გლობალური ქსელი ციფრული ლიდერებისა, რომლებიც იმუშავებენ მუზეუმების სტრატეგიულ ციფრულ განვითარებაზე. მონაწილეები ითანამშრომლებენ წამყვან ექსპერტებთან, ექნებათ მენტორული სესიები და წარადგენენ თავიანთ პროექტებს 2026 წელს შანხაისა და სუძოუში.

🎯 ვისთვის არის განკუთვნილი?

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუზეუმების დირექტორებს, აღმასრულებელ ხელმძღვანელებსა და უფროს მენეჯერებს, რომლებიც იწყებენ მუშაობას ციფრულ პროექტებზე. აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა და ICOM-ის წევრობა.

პროგრამის მთავარი ეტაპები:

  • 6 (ექვსი) ონლაინ ვორქშოფი ექსპერტებთან ერთად (2025 წლის ივნისი–ივლისი)

  • 4 (ოთხი) ინდივიდუალური მენტორინგ – სესია (აგვისტო 2025 – თებერვალი 2026)

  • ფინალური პრეზენტაციები შანხაის უნივერსიტეტსა და სუძოუს მუზეუმში (მარტი 2026)

გაიგე მეტი და გაიარეთ რეგისტრაცია!

🔗 განაცხადის შესავსებად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე:
იხილეთ კონკურსის დეტალური აღწერა და განაცხადის ფორმა

📅 განაცხადების მიღების ვადაა: 2025 წლის 30 აპრილი

[instagram-feed]