ICOM UMAC-ის პრემია 2023
ნომინაციების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 31 მაისი
ICOM UMAC-ის პრემია დაწესდა 2016 წელს საუნივერსიტეტო მუზეუმებისა და კოლექციების მასპინძელ უნივერსიტეტებზე, თემებსა და თანამედროვე საზოგადოებაზე გავლენისა და როლის ხაზგასმის მიზნით.
UMA-ის პრემიის კონკურსის ფარგლებში ფასდება მთელი მსოფლიოს საუნივერსიტეტო მუზეუმებისა და კოლექციების მიღწევები და ინოვაციური მიდგომები. კონკურსი ხაზს უსვამს მუზეუმებისა და კოლექციების ბოლო წლების გამორჩეულ როლს თეორიისა და პრაქტიკის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, ინტერდისციპლინარული მიდგომების მიმართულებით.
UMAC-ის პრემიაზე შესაძლებელია იმ პროექტებისა და ინიციატივების წარდგენა, რომელიც ბოლო 3 წლის მანძილზე შეიქმნა და განხორციელდა. პროექტები შეიძლება მოიცავდეს მუზეუმებისა და კოლექციების თეორიისა და პრაქტიკის ყველა სფეროს, მათ შორის გამოფენას, განათლებას, კონსერვაციას, სწავლებას, კვლევას, მენეჯმენტსა და ბიზნეს-მოდელებს, დიზაინსა და არქიტექტურას, ეთიკას, უნივერსიტეტისა და საზოგადოების სერვისებს, მუზეოლოგიის სტრატეგიულ დაგეგმვას და მიღწევებს.
ყველა საუნივერსიტეტო მუზეუმი და კოლექცია დაშვებულია პრემიისთვის მათი მდებარეობის, ტიპისა და მასშტაბის მიუხედავად. ნომინანტი არ უნდა იყოს UMAC-ის წევრი, თუმცა, წარდგენილი უნდა იყოს UMAC-ის ორი წევრის მიერ.
კრიტერიუმები
პროექტებსა თუ ინიციატივებში უნდა აისახოს: i) ინოვაცია/კრეატიულობა; ii) სრულყოფილება; iii) იდეები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა საუნივერსიტეტო მუზეუმებისა და კოლექციების მიერ გეოგრაფიის, მასშტაბისა და მდებარეობის მიუხედავად; iv) როლი და გავლენა მასპინძელ უნივერსიტეტში, თემებსა და ზოგადად, საზოგადოებაზე.
ნომინაციები ონლაინ წარდგენილი უნდა იქნეს UMAC-ის ორი წევრის მიერ. ნომინანტებს შეუძლიათ საკუთარი თავის დასახელება. გთხოვთ, გაეცნოთ UMAC Awards-ის წესებს, ასევე იხილეთ PDF ფორმის ნიმუში აქ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.