ტურები
7 დეკემბერი, 2024 / კონფერენციის ტურები
სპეციალური ტურები მოიცავს: მუზეუმებსა და ისტორიული ადგილებში ვიზიტებს; ღვინის დეგუსტაციას, ეთნოგრაფიულ ღონისძიებებს და სხვ. ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, ყავის – ლანჩის შესვენებები; ვახშამი.
კონფერენციის ტურები მოითხოვს წინასწარ რეგისტრაციას + გადასახადს (მოგვიანებით გამოცხადდება).
ვარიანტი 1: თბილისი – უჯარმა – შუამთა – წინანდალი (კახეთის რეგიონი)
კახეთის ტური მოიცავს შუასაუკუნეების უჯარმის ციხის, ძველი და ახალი შუამთის მონასტრების და წინანდლის მამულის – ცნობილი ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გაცნობას. კახეთი, რომელიც განთქმულია თავისი ვენახებითა და მდიდარი ისტორიით, გთავაზობთ კულტურული მემკვიდრეობის, უჩვეულო პეიზაჟებისა და ადგილობრივი სამზარეულოს უნიკალურ გამოცდილებას.
***
ვარიანტი 2: თბილისი – მცხეთა – გორი – უფლისციხე – თბილისი (ქართლის რეგიონი)
ქართლის რეგიონის ტური მოიცავს ვიზიტებს მცხეთაში, საქართველოს უძველეს დედაქალაქში, VII საუკუნის ჯვრის მონასტერში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში.
***
ვარიანტი 3: თბილისი – ვანი – ქუთაისი – თბილისი (იმერეთის რეგიონი)
ერთდღიანი ტური: 60 EUR
ორდღიანი ტური: ერთადგილიანი ნომერი სასტუმროში – 155 EUR, ორადგილიანი ნომერი – 135 EUR
შენიშვნა: აღნიშნული ერთდღიანი ან ორდღიანი ტური განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ 14 მონაწილე იქნება. საფასურის გადახდა უნდა მოხდეს რეგისტრაციის დროს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტურში შეიძლება მოხდეს გარკვეული ცვლილებები, რომლის შესახებაც მონაწილეები წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას.
იმერეთის რეგიონის ტური მოიცავს ვიზიტებს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ქუთაისის ღირსშესანიშნაობებში და სადილს ქუთაისში. ორდღიანი ტურის შემთხვევაში დაგეგმილია დამატებითი ძეგლების მონახულება. მეტი დეტალისთვის გთხოვთ, იხილოთ ზუსტი განრიგი ინგლისურ ენაზე: https://icom-georgia.mini.icom.museum/en/mpr-2024/tours/
ფოტო-გალერეა (c) საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნანდო ხავიერ ურკიხო და National Geographic საქართველო/ტბელ აბუსერიძე