Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

June 8, 2024

V&A ტრენინგი “მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის საკითხები” განცხადება

2024 წლის 8-12 ივლისს ICOM საქართველოსა და ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო ტრენინგი მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის საკითხებზე.

ტრენინგის თემები:

  • რისკების მართვა და რისკის სცენარები
  • საგანგებო სიტუაციის მომზადება და დაგეგმვა
  • სწრაფი რეაგირება და აღდგენა და გადაუდებელი ევაკუაცია
  • კულტურული მემკვიდრეობა რისკის ქვეშ
  • შემთხვევის შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკა.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუზეუმისა და მემკვიდრეობის ინსტიტუციის შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებს, სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პროფესიონალებს, კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებს, ასევე საგანძურის დაცვისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2024 წლის 5 ივლისის 11.00 საათამდე. განაცხადზე პასუხს მიიღებთ 5 ივლისის 18.00 საათამდე.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტისა და ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის ფინანსური მხარდაჭერით.

პრეს-რელიზი 

 

Change of name for DCMS - GOV.UKFile:Victoria and Albert Museum Logo.svg - Wikipedia

[instagram-feed]