Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

October 26, 2020

YOCOCU 2020 ონლაინ კონფერენცია კონფერენცია

2020 წლის 2-3-4 ნოემბერს ჩატარდება YOCOCU 2020-ის საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 7 მთავარი მომხსენებელი და 120-ზე მეტი მკვლევარი და სტუდენტი 26 ქვეყნიდან.

კონფერენცია იმართება YOCOCU ITALY-ის, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ICOM საქართველოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით.

YOCOCU 2020 კონფერენციის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და მართვის მიმართულებით არსებული გამოცდილება ხელმისაწვდომი გახდეს ფართო სამეცნიერო საზოგადოებისათვის და ამავდროულად, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს შორის პროფესიული კავშირების დამყარებას.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნებათ ციფრულ ფორმატში გაეცნონ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას (საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძური; უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, მუცო, ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმში განხორციელებული საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები), და ასევე, TravelGis-ის მიერ კონფერენციისთვის შექმნილ მობილურ აპლიკაციას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის ტურისტულ და შემეცნებითი ტურებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, სესიებზე დასწრება თავისუფალია. დასწრებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულის მეშვეობით: https://www.yococu2020.com/registration/

იხილეთ კონფერენციის პროგრამა 

კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:  www.yococu2020.com

2020 წელს YOCOCU -ს კონფერენცია რიგით მეშვიდედ იმართება. YOCOCU-ს ბოლო კონფერენცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემაზე 2018 წელს ჩატარდა  მატერაში, სადაც 27 ქვეყნის 303 მკვლევარი, სპეციალისტი და სტუდენტი მონაწილეობდა. 

[instagram-feed]