June 10, 2023
ICOM საქართველოს შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიახლე
2023 წლის 8 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელის, პროფესორ გურანდა ჭელიძის მოწვევით, ICOM საქართველოს წარმომადგენლების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
ICOM საქართველოს თავმჯდომარემ ლანა ქარაიამ და საბჭოს წევრებმა – მაკა კვარაცხელიამ და მარიამ ჩხაიძემ სტუდენტებს გააცნეს ICOM საქართველოს საქმიანობა და განიხილეს სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის მიმდინარე გამოწვევები შემდეგი მიმართულებით: მუზეუმების სოციალური როლი; მუზეუმების მონაწილეობა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისის დროს.
შეხვედრა სტუდენტების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის დასასრულს, ICOM საქართველოს საბჭოსა და უნივერსიტეტის პროფესორების დისკუსიის შედეგად, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული პერსპექტივები კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებთან ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებისა და სხვა აქტივობების მიმართულებით.