EMA 2023 წლის პრემიები

ევროპის მუზეუმების აკადემია აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას შემდეგ კატეგორიებზე: Micheletti Award, DASA Award და Art Museum Award.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 1 აპრილი.

ყოველწლიურად, ევროპის მუზეუმების აკადემია კონკურსის შედეგად აჯილდოვებს მუზეუმებს, სამუზეუმო ინსტიტუციებსა და ინდივიდუალურ პირებს ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტუალიზაციისა და ინტერპრეტაციის, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით მოწინავე აქტივობებისთვის.

ხელოვნების მუზეუმის პრემია
ხელოვნების მუზეუმის პრემია წარმოადგენს ევროპულ ჯილდოს, რომლის ფოკუსში მოქცეულია ხელოვნების მუზეუმების სოციალურ როლზე. პრემია განკუთვნილია იმ სამუზეუმო პროექტებისთვის, რომელიც ხელოვნებას ინოვაციურ, პიონერულ და შემოქმედებით კონტექსტში წარმოაჩენს მიმდინარე სოციალური საკითხების გადაჭრისა და რეაგირების მიზნით. დეტალურად იხ. ბმულზე.

DASA-ს პრემია
DASA-ს პრემია განკუთვნილია მუზეუმებში განათლების შესაძლებლობების განვითარებისთვის – შინაარსის ხარისხი, სწავლის შესაძლებლობები, გამოფენის შემოქმედებითი დიზაინი და საგანმანათლებლო აქტივობების ფორმირება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პირად მედიაციას, საზოგადოების ინტერაქტიულ მონაწილეობას და განათლებისა და გართობის ეფექტურ ნაზავს. დეტალურად იხ. ბმულზე.

ლუიჯი მიჩელეტის პრემია
Micheletti -ს პრემია ორგანიზებულია Micheletti Foundation-თან თანამშრომლობით მუზეუმების საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენის მიზნით. ჯილდო ფოკუსირებულია მუზეუმებში ისტორიული ამბის თხრობაზე. ლუიჯი მიჩელეტის ჯილდო განკუთვნილია მუზეუმებისთვის, რომლებიც გამოფენების მეშვეობით გადმოსცემენ დამაჯერებელ ნარატივს საზოგადოების განვითარებისთვის. დეტალურად , იხ. ბმულზე.