ICOM-ის სტრატეგიული გეგმა
ICOM-ის სტრატეგიული გეგმა 2011 – 2013 მიმოიხილავს სწრაფად ცვალებადი სამუზეუმო ლანდშაფტის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
ICOM-ის 2011-2013 წლების სტრატეგიული გეგმის მიზნები:
> ICOM-ის წევრებისთვის წევრობის ფასეულობისა და გამჭვირვალობის გაზრდა
> სამუზეუმო და მემკვიდრეობის ექსპერტიზის განვითარება
> ICOM-ის გლობალური ლიდერობის გაზრდა მემკვიდრეობის სექტორში
> რესურსების განვითარება და მართვა სტრატეგიული გეგმის ეფექტურად შესრულებისთვის
ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ახალი სტრატეგიული გეგმა მუშავდება გენერალურ ასამბლეაზე, რომლის შესრულება ICOM-ის გენერალური სამდივნოსა და ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტების მოვალეობაა.
2013 წელს აღინიშნა ICOM-ის საქმიანობებისა და პრიორიტეტული აქტივობების სამი წლის კულმინაცია, რის შედეგადაც აღმასრულებელმა საბჭომ 2011-2013 წლების სტრატეგიული გეგმის ვადა გააგრძელა ერთი წლით, რითაც სამუშაო ჯგუფს საშუალება მისცა ემუშავათ წესდების, რეგულაციებისა და მართვის საკითხებზე, რომლის შედეგიც 2015 წლის ივნისში ICOM-ის გენერალურ ასამბლეაზე იქნება განხილული.
ICOM-ის 2011-2013 წლების სტრატეგიული გეგმა