კონფერენციის თემა

Მუზეუმის კომუნიკაცია გზაჯვარედინზე: საზოგადოების გაძლიერება ცვლილებებისა და კრიზისის დროს

4-7 დეკემბერი, 2024

ICOM-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტის, ICOM საქართველოს, თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

Კონფერენცია ჩატარდება თბილისში ფიზიკურ ფორმატში, ასევე შესაძლებელია ვირტუალური, ან წინასწარ ჩაწერილი მოხსენებით მონაწილეობა (ლიმიტირებული რაოდენობით). Სესიების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება MPR-ის YouTube არხზე და მოგვიანებით აქვე განთავსდება ვიდეოჩანაწერი. Მონაწილეებს მოეთხოვებათ სტატიის მომზადება კონფერენციის შემდგომი პუბლიკაციისთვის. Კონფერენციაში მონაწილეობისთვის სარეგისტრაციო გადასახადი არ არის დაწესებული. გთხოვთ, დარეგისტრირდეთ კონფერენციაზე ამ ბმულის მეშვეობით.

Კონფერენციის შესახებ:

Შემოგვიერთდით თბილისში, ევროპის ერთ-ერთ უძველეს, ისტორიულ და გასაოცარი არქიტექტურით გამორჩეულ ქალაქში, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. Აბრეშუმის გზაზე მდებარე ეს ქალაქი ოდითგანვე იყო განსხვავებული კულტურებისა და ცივილიზაციების გადაკვეთის წერტილი. ICOM-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტის, ICOM საქართველოს, თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებული ეს კონფერენცია შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა მუზეუმის როლი ცვლილებებისა და კრიზისის რთულ დროს.

Ჩვენ შევქმნით უშუალო გარემოს კონფერენციის ყველა მონაწილისათვის, რათა მათ არამხოლოდ მოისმინონ მთავარი მომხსენებლებისა და გამომსვლელების სათქმელი, არამედ ჩაერთონ დიალოგში და ექსპერტებსა და კოლეგებთან ერთად განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები.

Თემები და მიმართულებები:

Ცვლილებები და კრიზისები მუზეუმებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, საზოგადოებას იმედი ჩაუსახონ და გააქტიურონ ტრანსფორმაციის პროცესი. Ჩვენ დღეს ვდგავართ ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა დემოგრაფიული ცვლილებები, პანდემიები, კლიმატის ცვლილება, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, თუ ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ზოგადად, დემოკრატია დგას. Გამოგვიგზავნეთ თეზისები თქვენი მუზეუმების სტრატეგიის შესახებ კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით.

Ჩვენ განვიხილავთ თეზისებს, რომელიც მოიცავს მუზეუმების ინოვაციურ და ინკლუზიურ სტრატეგიებს შემდგომი მიმართულებებით:

  1. Საზოგადოებრივი მედეგობა და ინკლუზიურობა: როგორ ეხმარება მუზეუმი საზოგადოების მედეგობას და უზრუნველყოფს საზოგადოების ყველა წევრისთვის სამუზეუმო რესურსებზე, პროგრამებსა და შესაძლებლობებზე წვდომას? რა სტრატეგიები არსებობს იმისათვის, რომ ამ ჯგუფებმა თავი დაფასებულად იგრძნონ?
  2. Დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა: როგორ უწყობს ხელს თქვენი მუზეუმი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფსა და თაობას შორის დიალოგსა და თანამშრომლობას ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემისა და საზოგადოებრივი ერთიანობის ხელშესაწყობად? Რა ინოვაციური მიდგომები არსებობს ურთიერთკავშირისა და ურთიერთგაგების ხელშესაწყობად?
  3. Საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობა: როგორ უწყობს ხელს თქვენი მუზეუმი პასუხისმგებლიანი მოქალაქეებისა და ლიდერების ჩამოყალიბების პროცესს დემოკრატიული საზოგადოებისთვის? Რა პროგრამები არსებობს აქტიური და ინფორმირებული საზოგადოებრივი ჩართულობის წასახალისებლად?
  4. Უსაფრთხო სივრცეების შექმნა: როგორ უზრუნველყოფს თქვენი მუზეუმი საიმედო სივრცეებს იდეებისა და პერსპექტივების შესახებ მსჯელობისთვის საზოგადოების განსხვავებულ წევრებს შორის? რა ინიციატივები არსებობს აქტიური და ინფორმირებული სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობისთვის?
  5. Პასუხისმგებლიანი ქმედების შთაგონება და მოტივაცია: როგორ შთააგონებს თქვენი მუზეუმი საზოგადოებას ისეთ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორიცაა პანდემია, ემიგრაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა და დემოკრატიული და რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა? Რა როლს თამაშობენ მუზეუმები აღნიშნულ პრობლემებთან მიმართებაში დადებითი ცვლილებების განსახორციელებლად?
  6. Მდგრადი და რეგენერაციული განვითარების ხელშეწყობა: როგორ ასწავლის და აძლიერებს თქვენი მუზეუმი საზოგადოებას, რათა გადალახოს ბარიერები მდგრადი და რეგენერაციული განვითარებისთვის და ეფექტურად უპასუხოს კლიმატის ცვლილების გავლენას? რა მეთოდები გამოიყენება გარემოს მედეგობისა და აღდგენისთვის?

Მიმართულებები: 

  • Საზოგადოების მედეგობა და მუზეუმები: განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლიათ მუზეუმებს საზოგადოების მედეგობის ხელშეწყობა სოციალური და გარემოსდაცვითი კრიზისების დროს.
  • Ინოვაციური კომუნიკაციის სტრატეგიები: განვიხილავთ სამუზეუმო კომუნიკაციის კრეატიულ მიდგომებს და საზოგადოების ჩართულობას ისეთ პრობლემებთან გასამკლავებლად, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გარემოსდაცვითი მდგრადობა და დემოკრატია.
  • Სამუზეუმო ადაპტაციები და საუკეთესო პრაქტიკები: განვიხილავთ იმ ადაპტაციებსა და ინოვაციებს, რომლებიც მუზეუმებმა დანერგეს თავიანთ ოპერაციულ სისტემებსა და პროგრამებში თანამედროვე კრიზისებთან გასამკლავებლად.
  • Მუზეუმების როლი საზოგადოებრივ სამართლიანობაში: განვიხილავთ თუ როგორ ხდება სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების ადვოკატირება მუზეუმებში.