Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

May 1, 2023

18 მაისი – მუზეუმის საერთაშორისო დღე 2023 მუზეუმის დღე

18 მაისი – მუზეუმის საერთაშორისო დღე 2023 „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა”

მუზეუმის საერთაშორისო დღე უნიკალური მომენტია საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოებისთვის. ამ დღეს ათასობით მუზეუმი გეგმავს შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემასთან დაკავშირებით – ამ გზით ხაზს უსვამს მუზეუმის, როგორც ინსტიტუციის როლის მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებაში.
18 მაისს, მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრს, გაერთიანდნენ და გააცნობიერონ მუზეუმების სრული ტრანსფორმაციული პოტენციალი მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში.

2023 წლის თემა „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა” – მუზეუმებს მთავარი წვლილი შეაქვთ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობასა და მდგრად განვითარებაში. მუზეუმებს, როგორც სანდო ინსტიტუციებსა და მნიშვნელოვან მაკავშირებელ რგოლებს, შეუძლიათ უზრუნველყონ კასკადური ეფექტი პოზიტიური ცვლილებების გასაძლიერებლად; მუზეუმები ხელს უწყობენ გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას კლიმატზე ზემოქმედების მხარდაჭერით, ინკლუზიურობის ხელშეწყობით, სოციალური იზოლაციის დაძლევითა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებით.

2023 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა ფოკუსირებულია მდგრადი განვითარების სამ მიზანზე:

  • მიზანი 3: ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა: ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა და ყველა ასაკში ყველა ადამიანის კეთილდღეობის ხელის შეწყობა, განსაკუთრებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე და სოციალურ იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის.
  • მიზანი 13: კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო ქმედებები: გადაუდებელი ზომების მიღება კლიმატის ცვლილებასთან და მის ზემოქმედებასთან საბრძოლველად, გლობალურ ჩრდილოეთში ნახშირბადის დაბალი შემცველობის პრაქტიკის და გლობალურ სამხრეთში შერბილების სტრატეგიების მიღებით.
  • მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემები: ხმელეთის ეკოსისტემების მდგრად გამოყენების დაცვა, აღდგენა და ხელშეწყობა, აბორიგენი მოსახლეობის ლიდერების „ხმის გაძლიერება“ და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 45 000-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული.

მუზეუმის საერთაშორისო დღის 2023 წლის პოსტერი – გადმოწერა

პოსტერის სამუშაო ვერსია – გადმოწერა

პოსტერის გრაფიკული მახასიათებლები – გადმოწერა

ვრცლად მუზეუმის საერთაშორისო დღის თემის შესახებ, იხილეთ ბმულზე.

[instagram-feed]