Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

March 20, 2022

ვერთიანდებით უკრაინის მემკვიდრეობის გადასარჩენად განცხადება

🇬🇪 ვერთიანდებით უკრაინის მემკვიდრეობის გადასარჩენად 🇺🇦

ჰააგის კონვენციის თანახმად, „კულტურული ფასეულობების ნებისმიერი სახის დაზიანება, განურჩევლად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ის, ზიანს აყენებს მთელი კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას“.

უკრაინის მუზეუმების, უკრაინელი კოლეგებისა და მოქალაქეების დახმარების მიზნით ICOM საქართველო და საქართველოს ლურჯი ფარი Blue Shield Georgia უერთდებიან უკრაინელი კოლეგების ინიციატივას „მემკვიდრეობის გადარჩენის საგანგებო ინიციატივა” – Штаб порятунку спадщини / Heritage Emergency Response Initiative (HERI), რომლის მიზანია ომის პირობებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოსტკრიზისული აღდგენის ხელშეწყობა.
უკრაინა რუსეთის შეჭრიდან ყოველდღე უძვირფასეს აუნაზღაურებელ ადამიანურ დანაკარგთან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით უდიდეს კრიზისს განიცდის.
შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში შეუქცევადი ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის არაერთ ძეგლს; დაიბომბა, დაზიანდა და გაიძარცვა არაერთი მუზეუმი, ეკლესია თუ ისტორიული ნაგებობა. სამწუხაროდ, ეს ნუსხა ყოველდღიურად იზრდება…

HERI-ის ინიციატივის ფარგლებში შემოწირული თანხა მოხმარდება სათანადო ხელსაწყოების შეძენას, (ციფრული) კოლექციების გადაუდებელ შენახვას, საცავი სივრცეების გაუმჯობესებას და კოლექციების ტრანსპორტირებას ამ სივრცეებსა და საცავებში, კოლექციების ევაკუაციისა და ტრანპორტირებისთვის საჭირო მასალებისა და ხელსაწყოების შეძენას, ისტორიული შენობების სასწრაფო გამაგრებას, მათ დროებით გადახურვას, დაზიანებული ფანჯრებისა და კარების ამოქოლვას და სხვა გადაუდებელ სამაშველო სამუშაოებს.

ICOM საქართველოსა და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტები გთავაზობთ ერთობლივად ჩავერთოთ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ინიციატივაში, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი სურვილის მიხედვით თანხა გადარიცხოს ამ ორი კომიტეტის ლარის ანგარიშზე (აშშ დოლარის გადარიცხვის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ HERI-ის ინიციატივის ანგარიშის ნომერი) და გახდეს ამ ინიციატივის მონაწილე.

🇬🇪 ლარის ანგარიშის ნომერი: GE84TB7440536020100002
ანგარიშის მფლობელი: ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
ბანკის კოდი: TBCBGE22
გადარიცხვისას, გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ „შემოწირულობა უკრაინისთვის.“

დოლარის ანგარიშის ნომერი: UA 54 325365 0000000260060035010
🇺🇦 ანგარიშის მფლობელი: Tustan NGO
JSC «KREDOBANK», Sakharova Str. 78, Lviv, Ukraine
SWIFT: WUCBUA2X

ICOM საქართველო და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი უზრუნველყოფს თანხის კონვერტაციას და გადარიცხვას HERI-ის ინიციატივისთვის. ყოველ ორშაბათ დღეს კი გამოქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია: შემომწირველთა რიცხვი, შემოწირული თანხის ოდენობა ლარში, კონვერტირებული თანხა და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ინიციატივის მიმართვის ტექსტი (ქართულ ენაზე) https://bit.ly/3ijrQpF

HERI თავის საქმიანობაში კოორდინირებულად მოქმედებს უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროსთან, UNESCO-ს, ICOM-ის, ICOM-DRMC-ის, ICCROM-სა და სხვა ინსტიტუციებთან, ასევე უკრაინის და მსოფლიოს სამაშველო ინიციატივებთან.

[instagram-feed]