ICOM-ის სტრატეგიული გეგმა
ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ICOM-ის ახალი სტრატეგიული გეგმა მტკიცდება გენერალურ ასამბლეაზე და ამ გეგმის შესრულება ICOM-ის გენერალური სამდივნოსა და ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტების მოვალეობაა.
ICOM-ის მიმდინარე სტრატეგიული გეგმის მიზნებია წევრების მოთხოვნების დაკმაყოფილება, მუზეუმების ფუნქციონირებისა და ღირებულების პოპულარიზაცია, ICOM-ის, როგორც საერთაშორისო საკვანძო ორგანიზაციის როლის გაძლიერება სამუზეუმო სფეროში, ICOM-ის პროფილის ამაღლება და ICOM-ის საჭიროებების გადახედვა პერსონალისა და რესურსების თვალსაზრისით.