April 8, 2023
შეხვედრა ახალ წევრებთან – 2023 წელს ICOM საქართველოს 118 ახალი წევრი შეუერთდა განცხადება, წევრებისთვის
2023 წელს ICOM საქართველოს 118 ახალი წევრი, მათ შორის 109 ინდივიდუალური, 8 სტუდენტური და 1 ინსტიტუციური კატეგორიის წევრი შეუერთდა.
8 აპრილს გამართულ შეხვედრაზე კომიტეტის ახალი წევრები გაეცვნენ დეტალურ ინფორმაციას:
- ICOM-მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს, როგორც გლობალური სამუზეუმო საერთაშორისო ორგანიზაციის დაფუძნების, განვითარების, სტრატეგიული გეგმისა და საქმიანობის მიმართულებების, კომიტეტებისა და ასოცირებული ორგანიზაციების შესახებ
- ICOM საქართველოს დაფუძნების, მიზნებისა და ამოცანების, განხორციელებული პროექტებისა და საქმიანობის, სამომავლო გეგმების შესახებ
- გაწევრიანების პროცესის, წევრობის პასუხისმგებლობებისა და პრივილეგიების შესახებ.
ღონისძიების მასპინძელი თბილისის მუზეუმების გაერთიანება წელს ICOM-ის ინსტიტუციური წევრი გახდა. შეხვედრის დასასრულს გაერთიანებას საჯაროდ გადაეცა ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის ბარათები.
ვულოცავთ ყველა ახალ წევრს ICOM-ის მსოფლიო სამუზეუმო საზოგადოებაში გაწევრიანებას და ვუსურვებთ ეფექტურ და წარმატებულ მონაწილეობას ორგანიზაციის მიზნების შესრულებასა და საქმიანობაში.