ICOM CECA-ს საუკეთესო პრაქტიკის პრემია
საუკეთესო პრაქტიკის პრემიის კონკურსი შეიქმნა მუზეუმების საგანმანათლებლო ან კულტურული პროექტების წარდგენის მიზნით. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს CECA ICOM და მიზნად ისახავს საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას და კომიტეტის წევრების მონაწილეობის წახალისებას CECA-ს საერთაშორისო კონფერენციაზე.
პრემია განკუთვნილია ექსკლუზიურად CECA-ს წევრებისთვის და წარმოადგენს დამატებით უპირატესობას კომიტეტის წევრობისთვის. CECA-ში წევრობის დასადასტურებლად, პირადად ან ინსტიტუციის მეშვეობით (ICOM/CECA ინსტიტუციური წევრი), თითოეულმა კანდიდატმა განაცხადს უნდა დაურთოს:
- ICOM წევრობის ბარათის ციფრული ასლი მიმდინარე წლის სტიკერით
- გადახდის ციფრული ქვითარი
მონაწილეობის მისაღებად წევრებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა განაცხადის პროცედურების შესაბამისად. ფორმა ივსება ელექტრონულად და უნდა გაიგზავნოს პრემიის კოორდინატორთან მარგარიტა ლარეინთან margaritalaraignee(at)gmail.com.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა: ყოველი წლის მაისი.
დაგვიანებული განაცხადები ის განაცხადები, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოაღწერილ კრიტერიუმებს, არ მიიღება.
საერთაშორისო ჟიური CECA-ს პრეზიდენტის მარი-კლარტი ო’ნილის ხელმძღვანელობითა და CECA-ს საბჭოს წევრისა და საუკეთესო პრაქტიკის პრემიის წინა გამარჯვებულებისგან, შეაფასებს წარდგენილ პროექტებს. ყველა პროექტი ექვემდებარება ორმაგ შეფასებას.
შეფასება დაეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს (100 ქულა):
- პროგრამის დიზაინი და დაგეგმვა (მაქს. 60 ქულა)
კერძოდ, შემდეგი: მიზნები (მაქს. 10 ქულა), შესაბამისობის კრიტერიუმები (მაქს. 20 ქულა), რესურსები (მაქს. 5 ქულა), თანამშრომლობა (მაქს. 5 ქულა), მასალები (მაქს. 10 ქულა) და მედიაციის მეთოდები (მაქს. 10 ქულა). - პროგრამის განხორციელება (მაქსიმუმ 20 ქულა), კონკრეტულად: მომზადება (მაქს. 10 ქულა), განხორციელება (მაქს. 10 ქულა).
- პროგრამის კვლევები, შეფასება და რემედიაცია (მაქს. 20 ქულა), მათ შორის, კერძოდ: თანმხლები კვლევები (მაქს. 5 ქულა), შედეგების შეფასების კვლევები (მაქს. 10 ქულა) და რემედიაციის პერსპექტივები (მაქს. 5 ქულა).
ყველა წინადადება, რომელიც მიიღებს 100-დან მინიმუმ 70 ქულას, კლასიფიცირდება, როგორც ტექნიკურად მისაღები განაცხადი და შევა ყოველწლიური საუკეთესო პრაქტიკის პუბლიკაციაში.
კონკურსის სააპლიკაციო ფორმა – გადმოწერა
განაცხადის შევსების სახელმძღვანელო – გადმოწერა
გამარჯვებულთა სია მიმდინარე წლის ივნისიდან გახდება ცნობილი. ფინანსური გრანტი პირველ სამ პროექტს გადაეცემა. პროექტის წარმდგენი პირი მიიღებს ფულად დახმარებას და პრემიის სერტიფიკატს. ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებული და დასაბუთებული მიზეზების მიხედვით და დადასტურდეს ჟიურის წევრთა მიერ. შერჩეული წევრები პროექტის შესახებ სტატიებს მიმდინარე წლის ივლისში გააგზავნიან.
გრანტის ფარგლებში სამი გამარჯვებულისთვის ანაზღაურდება CECA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე რეგისტრაციის საფასური, ასევე მაქსიმუმ 400.00 ევრო საცხოვრებლისთვის, ინვოისის წარდგენის შემდეგ და დადგენილი თანხის ფარგლებში. გრანტის ფარგლებში მგზავრობის ხარჯები არ იფარება.