December 15, 2022
ICOM საქართველო აცხადებს ახალი წევრების მიღებას მუზეუმების საერთაშორისო საბჭოში – ICOM. განცხადება

2023 წლის 28 თებერვლამდე ICOM საქართველო აცხადებს ახალი წევრების მიღებას მუზეუმების საერთაშორისო საბჭოში – ICOM.
ICOM, რომელიც აერთიანებს 142 ქვეყნის 50 000-მდე წევრს, წარმოადგენს მუზეუმის პროფესიონალთა და მუზეუმების/სამუზეუმო ინსტიტუციების ერთადერთ პროფესიულ საერთაშორისო ქსელს მსოფლიოში.
რატომ უნდა გახდეთ ICOM-ის წევრი?
ICOM -ის წევრობა მოგანიჭებთ მთელ რიგ უპირატესობებს თქვენი პროფესიული კარიერისა და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის.
წევრობის უპირატესობები:
- ICOM-ის კონფერენციებში მონაწილეობა და წვდომა ICOM-ის პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობასა და დასწრებაზე
- პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები და პროფესიული სტანდარტები
- ICOM-ის კვალიფიკაციის ამაღლების პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობა
- Საწევრო ბარათი
ICOM-ის წევრი შეიძლება გახდეს მუზეუმის ან სამუზეუმო ინსტიტუციის/სფეროს წარმომადგენელი, რომელიც იზიარებს ICOM-ის მისიას და ხედვას, აღიარებს და პატივს სცემს ICOM-ის პროფესიული სამუზეუმო ეთიკის კოდექსს.
ICOM-ის წევრობისთვის აუცილებელია:
- მუშაობდეთ მუზეუმში ან სამუზეუმო სფეროსთან უშუალოდ დაკავშირებულ ინსტუტუციაში (მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი).
- იყოთ სამუზეუმო საქმის მოქმედი სპეციალისტი/ლექტორი, რომელიც ლექციებს კითხულობს მუზეუმმცოდნეობის და/ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაზე (მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი).
- პატივი სცემდეთ და ხელმძღვანელობდეთ ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსით
ICOM-ის წევრი ვერ გახდება:
- პირი ან დაწესებულება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია კულტურული ფასეულობების ყიდვა-გაყიდვასთან
- პირი ან დაწესებულება, რომლის საქმიანობა ეწინააღმდეგება ICOM-ის მისიასა და აქტივობებს.
წევრობის კატეგორიები
ინდივიდუალური წევრები
- მუზეუმის თანამშრომლები; სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მოქმედი სპეციალისტები და ლექტორები.
სტუდენტი წევრები
- მუზეუმმცოდნეობის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის/მართვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები (სტუდენტური კატეგორიის წევრებს ICOM-ში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ).
ინსტიტუციური წევრები
- მუზეუმები
- ბუნებრივი, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ძეგლები ან ნაკრძალები, ისტორიული ძეგლები და ნაკრძალები (მუზეუმის განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
- ბოტანიკური ან ზოოლოგიური კოლექციები და ექსპოზიციები, აქვარიუმი ან ვივარიუმი (მუზეუმის განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
- სამეცნიერო ცენტრები და პლანეტარიუმები (მუზეუმის განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
- რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტები (მუზეუმის განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
- არაკომერციული ინსტიტუციები ან ორგანიზაციები, რომელთა კვლევითი საქმიანობა მოიცავს სამუზეუმო სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებს – კონსერვაცია, განათლება, ტრეინინგი, დოკუმენტაცია და სხვ. (მუზეუმის განმარტების შესაბამისად)
- კულტურის ცენტრები და სხვა ინსტიტუციები, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მართვასა და განვითარებას (მუზეუმის განმარტებისა და პროფილის შესაბამისად).
მხარდამჭერი წევრები
- ინდივიდუალური ან ინსტიტუციური წევრები, რომელთაც სურთ ICOM-ის წევრობა გამომდინარე მათი მაღალი ინტერესიდან მუზეუმებისა და სამუზეუმო სფეროსადმი, და წევრობის მაღალი გადასახადის გადახდით ხელს უწყობენ ICOM-ის აქტივობების განხორციელებას.
წევრობის წლიური გადასახადი:
- ინდივიდუალური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი – 90 ლარი
- სტუდენტური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი – 50 ლარი
- ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი (კატეგორია 1 / მუზეუმის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი: 30 000 ევრომდე) – 640 ლარი
- ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი (კატეგორია 2 / მუზეუმის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი: 30 000-დან 100 000 ევრომდე) – 790 ლარი
- მხარდამჭერი ინდივიდუალური კატეგორიის წლიური გადასახადი – 740 ლარი
ინდივიდუალური და სტუდენტური კატეგორიის წევრობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ და შეავსონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ოფიციალური ცნობა სამუშაო ადგილიდან, თანამდებობის და მუშაობის წლების (მოითხოვება მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი) მითითებით; (სტუდენტის შემთხვევაში, სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა უნივერსიტეტიდან)
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- ICOM-ის მოქმედი წევრის რეკომენდაცია (სტუდენტის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელის რეკომენდაცია) – რეკომენდაციაში ნათლად და არგუმენტირებულად უნდა იყოს დასაბუთებული თქვენი წევრობის შესაბამისობა და თქვენი სამომავლო კონტრიბუცია იკომის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში. გაითვალისწინეთ, რომ ერთ წევრს მხოლოდ ორი რეკომენდაციის გაცემა შეუძლია.
- ინგლისურ ენაზე: წევრობის სრულად შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი).
ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის სახელზე
- მუზეუმის/სამუზეუმო ინსტიტუციის რეგისტრაციის ოფიციალური დოკუმენტი
- მუზეუმის/სამუზეუმო ინსტიტუციის მისიის, ამოცანების და საქმიანობის, მათ შორის მიმდინარე ღონისძიებების/პროექტების მოკლე აღწერის დოკუმენტი.
- ინგლისურ ენაზე: წევრობის სრულად შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი).
- 6 თებერვალს განიხილება 31 იანვრის ჩათვლით შემოსული სააპლიკაციო განაცხადები
- 6 მარტს განიხილება 28 თებერვლის ჩათვლით შემოსული სააპლიკაციო განაცხადები
აპლიკანტებს შესაბამისი პასუხი ეცნობებათ კომიტეტის განხილვის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.