Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

December 15, 2022

ICOM საქართველო აცხადებს ახალი წევრების მიღებას მუზეუმების საერთაშორისო საბჭოში – ICOM. განცხადება

2023 წლის 28 თებერვლამდე ICOM საქართველო აცხადებს ახალი წევრების მიღებას მუზეუმების საერთაშორისო საბჭოში – ICOM.

ICOM, რომელიც აერთიანებს 142 ქვეყნის 50 000-მდე წევრს, წარმოადგენს მუზეუმის პროფესიონალთა და მუზეუმების/სამუზეუმო ინსტიტუციების ერთადერთ პროფესიულ საერთაშორისო ქსელს მსოფლიოში.

რატომ უნდა გახდეთ ICOM-ის წევრი? 

ICOM -ის წევრობა მოგანიჭებთ მთელ რიგ უპირატესობებს თქვენი პროფესიული კარიერისა და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის.

წევრობის უპირატესობები: 

  • ICOM-ის კონფერენციებში მონაწილეობა და წვდომა ICOM-ის პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობასა და დასწრებაზე
  • პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები და პროფესიული სტანდარტები
  • ICOM-ის კვალიფიკაციის ამაღლების პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობა
  • Საწევრო ბარათი

ICOM-ის წევრი შეიძლება გახდეს მუზეუმის ან სამუზეუმო ინსტიტუციის/სფეროს წარმომადგენელი, რომელიც იზიარებს ICOM-ის მისიას და ხედვას, აღიარებს და პატივს სცემს ICOM-ის პროფესიული სამუზეუმო ეთიკის კოდექსს.

ICOM-ის წევრობისთვის აუცილებელია: 

  • მუშაობდეთ მუზეუმში ან სამუზეუმო სფეროსთან უშუალოდ დაკავშირებულ ინსტუტუციაში (მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი).
  • იყოთ სამუზეუმო საქმის მოქმედი სპეციალისტი/ლექტორი, რომელიც ლექციებს კითხულობს მუზეუმმცოდნეობის და/ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაზე (მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი).
  • პატივი სცემდეთ და ხელმძღვანელობდეთ ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსით

ICOM-ის წევრი ვერ გახდება:

  • პირი ან დაწესებულება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია კულტურული ფასეულობების ყიდვა-გაყიდვასთან
  • პირი ან დაწესებულება, რომლის საქმიანობა ეწინააღმდეგება ICOM-ის მისიასა და აქტივობებს.

წევრობის კატეგორიები

ინდივიდუალური წევრები

  • მუზეუმის თანამშრომლები; სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მოქმედი სპეციალისტები და ლექტორები.

სტუდენტი წევრები

  • მუზეუმმცოდნეობის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის/მართვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები (სტუდენტური კატეგორიის წევრებს ICOM-ში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ).

ინსტიტუციური წევრები

  • მუზეუმები
  • ბუნებრივი, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ძეგლები ან ნაკრძალები, ისტორიული ძეგლები და ნაკრძალები (მუზეუმის  განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
  • ბოტანიკური ან ზოოლოგიური კოლექციები და ექსპოზიციები, აქვარიუმი ან ვივარიუმი (მუზეუმის  განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
  • სამეცნიერო ცენტრები და პლანეტარიუმები (მუზეუმის  განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
  • რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტები (მუზეუმის  განმარტებისა და პროფილის შესაბამისად)
  • არაკომერციული ინსტიტუციები ან ორგანიზაციები, რომელთა კვლევითი საქმიანობა მოიცავს სამუზეუმო სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებს – კონსერვაცია, განათლება, ტრეინინგი, დოკუმენტაცია და სხვ. (მუზეუმის განმარტების შესაბამისად)
  • კულტურის ცენტრები და სხვა ინსტიტუციები, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მართვასა და განვითარებას (მუზეუმის  განმარტებისა და პროფილის შესაბამისად).

მხარდამჭერი წევრები

  • ინდივიდუალური ან ინსტიტუციური წევრები, რომელთაც სურთ ICOM-ის წევრობა გამომდინარე მათი მაღალი ინტერესიდან მუზეუმებისა და სამუზეუმო სფეროსადმი, და წევრობის მაღალი გადასახადის გადახდით ხელს უწყობენ  ICOM-ის აქტივობების განხორციელებას.

წევრობის წლიური გადასახადი: 

  • ინდივიდუალური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი – 90 ლარი
  • სტუდენტური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი – 50 ლარი 
  • ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი (კატეგორია 1 / მუზეუმის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი: 30 000 ევრომდე) – 640 ლარი
  • ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის წლიური გადასახადი (კატეგორია 2 / მუზეუმის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი: 30 000-დან 100 000 ევრომდე) – 790 ლარი
  • მხარდამჭერი ინდივიდუალური კატეგორიის წლიური გადასახადი – 740 ლარი

ინდივიდუალური და სტუდენტური კატეგორიის წევრობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ და შეავსონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. ოფიციალური ცნობა სამუშაო ადგილიდანთანამდებობის და მუშაობის წლების (მოითხოვება მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი) მითითებით; (სტუდენტის შემთხვევაში, სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა უნივერსიტეტიდან)
  2. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  3. ICOM-ის მოქმედი წევრის რეკომენდაცია (სტუდენტის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელის რეკომენდაცია) – რეკომენდაციაში ნათლად და არგუმენტირებულად უნდა იყოს დასაბუთებული თქვენი წევრობის შესაბამისობა და თქვენი სამომავლო კონტრიბუცია იკომის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში. გაითვალისწინეთ, რომ ერთ წევრს მხოლოდ ორი რეკომენდაციის გაცემა შეუძლია. 
  4. ინგლისურ ენაზე: წევრობის სრულად შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი). 

ინსტიტუციური კატეგორიის წევრობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის სახელზე
  2. მუზეუმის/სამუზეუმო ინსტიტუციის რეგისტრაციის ოფიციალური დოკუმენტი
  3. მუზეუმის/სამუზეუმო ინსტიტუციის მისიის, ამოცანების და საქმიანობის, მათ შორის მიმდინარე ღონისძიებების/პროექტების მოკლე აღწერის დოკუმენტი.
  4. ინგლისურ ენაზე: წევრობის სრულად შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი). 
წევრობის სააპლიკაციო სრული დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს კომიტეტის ელ-ფოსტაზე icomgeo@gmail.com 2023 წლის 28 თებერვლამდე. 
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის მიღება (განსახილველად) დაუდასტურდება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომელთაც გამოგზავნილი ექნებათ სრული სააპლიკაციო განაცხადი. 
კომიტეტის საბჭო სააპლიკაციო განაცხადებს განიხილავს ორ ეტაპად:
  • 6 თებერვალს განიხილება 31 იანვრის ჩათვლით შემოსული სააპლიკაციო განაცხადები
  • 6 მარტს განიხილება 28 თებერვლის ჩათვლით შემოსული სააპლიკაციო განაცხადები

აპლიკანტებს შესაბამისი პასუხი ეცნობებათ კომიტეტის განხილვის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

[instagram-feed]