Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

September 15, 2023

ICOM ევროპის საერთაშორისო კონფერენცია “მუზეუმებისა და თემების დაკავშირება: კომუნიკაციისა და განათლების როლი” ანონსი, კონფერენცია

2023 წლის 2-3 ოქტომბერს გაიმართება ICOM ევროპის საერთაშორისო კონფერენცია “მუზეუმებისა და თემების დაკავშირება: კომუნიკაციისა და განათლების როლი” ლისაბონში (პორტუგალია).

კონფერენცია იმართება ICOM პორტუგალიის, ICOM საქართველოს, ICOM ხორვატიის. ლუსოფონის უნივერსიტეტის, UNESCO პორტუგალიისა და ლისაბონის ეტლების ეროვნული მუზეუმის პარტნიორობით.

კონფერენცია, რომლის თემაა „მუზეუმებისა და თემების დაკავშირება: კომუნიკაციისა და განათლების როლი“, უნიკალური შესაძლებლობაა მრავალფეროვანი გლობალური საზოგადოებისთვის, რომელიც შედგება ICOM-ის წევრების, პედაგოგების, მუზეუმის პროფესიონალებისა და კომუნიკაციის ექსპერტებისთვის. ორი დღის განმავლობაში კონფერენცია გაანალიზებს თემების/საზოგადოებების, როგორც ცოდნის თანაშემქმნელების გაძლიერების საკითხებს შემდეგ თემებზე ფოკუსირებით:

  • მეხსიერება და საზოგადოება: მუზეუმები, როგორც კულტურის კერები მემკვიდრეობის ნამდვილი ფასეულობების წარმოჩენისთვის.
  • კომუნიკაცია, განათლება და საზოგადოება: საზოგადოების ხმის გაძლიერების სტრატეგიები.
  • მემკვიდრეობა, როგორც მრავალფეროვნება: ექსპონატების მრავალმხრივი მნიშვნელობა სხვადასხვა თემისთვის.
  • ნაკლებად წარმოდგენილი თემების ჩართვა: ხმის მიცემა ყველასთვის.
  • გამოწვევების საკითხები: კომუნიკაციისა და განათლების გამოყენება თემების ჩართულობისთვის.
  • ვირტუალური vs. რეალური ჩართულობა: ვირტუალური ვიზიტორების გარდაქმნა მუზეუმის რეალურ ვიზიტორებად.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ კონფერენციის  პროგრამას!

კონფერენციის ვებ გვერდი: https://icomeulisbon23.org/ 

[instagram-feed]