Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

August 24, 2023

განაცხადების მიღება: 2024 წლის ევროპის მემკვიდრეობის ჯილდო/Europa Nostra Awards განცხადება, კონკურსი

ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოზე / Europa Nostra Awards 2024 განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2023 წლის 13 ოქტომბრამდე.

ევროპული მემკვიდრეობის ჯილდო/ევროპა ნოსტრას ჯილდო არის ევროპის უმაღლესი და ყველაზე პრესტიჟული ჯილდო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. ჯილდო გამოავლენს კონსერვაციის მიმართულებით საუკეთესო პროექტებს და ხელს უწყობს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გაძლიერებას; ავითარებს ცოდნის ტრანსსასაზღვრო გაცვლას ევროპის მასშტაბით; ამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას და პატივისცემას ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და ხელს უწყობს სამომავლო საუკეთესო ინიციატივების განვითარებას.

შეიტყვეთ მეტი განაცხადის პროცესის შესახებ ონლაინ და გაეცანით ჯილდოს ხუთ კატეგორიას:

  • კონსერვაცია და ხელმეორე ადაპტაცია.
  • კვლევა
  • განათლება, ტრეინინგი და უნარები
  • სამოქალაქო ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება
  • კულტურული მემკვიდრეობის დამცველები

ჯილდო გადაეცემა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში 30-მდე საუკეთესო მიღწევის პროექტს. 5 გამარჯვებული მიიღებს გრანპრის 10 000 ევროს ოდენობით. ევროპა ნოსტრას მიერ ჩატარებული ონლაინ ხმის მიცემის შედეგად 1 გამარჯვებული მიიღებს “საზოგადოების რჩეულის” ჯილდოს 10,000 ევროს ოდენობით.

***

2023 წელს სამი მუზეუმი დაჯილდოვდა:

  • ირლანდიის ლიტერატურის მუზეუმი (MoLI), დუბლინი, ირლანდია – მუზეუმი წარმოადგენს ირლანდიის ლიტერატურულ მემკვიდრეობას და შთააგონებს მომავალ თაობებს, მონაწილეობა მიიღონ წერისა და კითხვის ხელოვნებაში. მუზეუმის ფართო მონაწილეობრივი/ჩართული მიდგომა მიზნად ისახავს ლიტერატურის შესახებ ელიტარული წარმოდგენების აღმოფხვრას. 
  • ურბანული ხის არქიტექტურის მუზეუმი, ვილნიუსი, ლიეტუვა – მე-19 საუკუნის ეს ხის ნაგებობა რესტავრირებულია მაღალი დონის ოსტატობითა და ავთენტური ტექნიკით. ამჟამად იქ განთავსებულია მუზეუმი და საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ვილნიუსში და მის ფარგლებს გარეთ სხვა მსგავსი შენობების მოდელს.
  • პალადიოს ეპოქის პროტო-ინდუსტრიული არქიტექტურა ვენეტოში, იტალია – ვენეტოს პროტო-ინდუსტრიული მემკვიდრეობის ეს სამწლიანი კვლევა უპრეცედენტოა როგორც იტალიურ, ისე ევროპულ კონტექსტში. ევროპის დონეზე კვლევა იძლევა ხედვას  ინოვაციებისა და ცოდნის გადაცემის ისტორიაში და ფოკუსირებულია ჰიდრავლიკური ენერგიის სათნოებაზე.

[instagram-feed]