Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

February 23, 2023

უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის ერთი წლის თავზე, ICOM საქართველო კვლავ კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას და უკრაინული კულტურის მიზანმიმართულ ნგრევას. განცხადება

რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, ICOM საქართველო კვლავ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ  კოლეგებს.

გასული წლის მანძილზე, ICOM საქართველომ სამუზეუმო და მემკვიდრეობის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გააერთიანა ძალისხმევა უკრაინელი კოლეგებისთვის სახსრების მოზიდვის კამპანიების, სხვადასხვა ფორუმებზე, პანელურ დისკუსიებზე მონაწილეობითა და ერთობლივი განცხადებების მეშვეობით მხარდაჭერის, ასევე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბის შეფასების მხრივ ინფორმაციის გავრცელების მიმართულებით. ICOM საქართველო მიმდინარე წ
———–

ICOM – მუზეუმების საერთაშორისო საბჭო ამ კვირაში გამოქვეყნებულ განცხადებაში „გმობს ადამიანების სიცოცხლის მოსპობასა და კულტურული მემკვიდრეობის ზიანს, რაც გამოწვეულია რუსეთის აგრესიით და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მუზეუმების კოლეგებისა და მათი ძალისხმევის მიმართ ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში”. ICOM-ის ქსელი გასული წლის განმავლობაში გაერთიანდა  უკრაინის მუზეუმის პროფესიონალებისა და კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ICOM აცხადებს, რომ გააგრძელებს თავისი წევრების, მუზეუმის პერსონალისა და კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების ხელშეწყობასა და მხარდაჭერას უკრაინაში.

გაეროს მიერ ამ კვირის განცხადებაში ნათქვამია: „საომარი მოქმედებების ესკალაციიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინაში კულტურული, ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის მრავალი ძეგლი, ინსტიტუცია და ობიექტი ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო თავდასხმების შედეგად”… გაერომ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაში კულტურული, ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის ობიექტების, დაწესებულებების მიზანმიმართული განადგურება და დაზიანება, რაც არღვევს 1954 წლის ჰააგის კონვენციას შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ. გაერო “შეშფოთებულია უკრაინული კულტურული სიმბოლოების მიზანმიმართული განადგურებით. კულტურული რესურსები, როგორიცაა უკრაინული ლიტერატურის საცავი, მუზეუმები და ისტორიული არქივები, ნადგურდება და ფართოდ გავრცელებულია ნარატივი უკრაინული კულტურისა და იდენტობის დემონიზაციისა და შეურაცხყოფის შესახებ, რომელსაც რუსი ოფიციალური პირები ავრცელებენ პოლიტიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში იდეოლოგიური რეპრესიებისა და მკაცრი ცენზურისკენ მოწოდებებთან ერთად. მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: “უკრაინელ ხალხს აქვს საკუთარი იდენტობის უფლება. ამ უფლებას ვერავინ დაარღვევს“.

ICOM საქართველო უერთდება სხვა კომიტეტებს და მოუწოდებენ ICOM-ს, გააკეთოს მკაფიო გზავნილი და ხაზი გაუსვას იმ სახელმძღვანელო მითითებებს, რომელიც მტკიცედ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის ღირებულებებს, მის წესებს, საერთაშორისო კონვენციებსა და ვალდებულებებს, რომელთა დაცვა და შესრულება სავალდებულოა თითოეული წევრისთვის.
———–

2023 წელს ICOM საქართველო ICOM უკრაინას, ლურჯი ფარი საქართველოს, HERI – გადაუდებელი რეაგირების ინიციატივა – რევოლუციის ეროვნული მუზეუმის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელებს პროექტს “უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება”, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინის მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლების ინტეგრაციასა და დასაქმებას საქართველოში, ამავდროულად, განახორციელებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტი დაფინანსებულია ICOM-ის მიერ უკრაინისთვის სოლიდარობის პროექტების კონკურსის ფარგლებში. 

[instagram-feed]