Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

September 24, 2023

ICOM საქართველოს საბჭოს წევრი მარიამ ჩხაიძე ICOM CIDOC-ის 2023 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე კონფერენცია, სიახლე

ICOM საქართველოს საბჭოს წევრი მარიამ ჩხაიძე მონაწილეობს ICOM CIDOC-ის 2023 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე “ცოდნის საზღვრები. მუზეუმები, დოკუმენტაცია და დაკავშირებული მონაცემები”, რომელიც 2023 წლის 24-28 სექტემბერს მექსიკის ეროვნულ უნივერსიტეტში იმართება.

CIDOC-ის 2023 წლის ჰიბრიდული ფორმატის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 200-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობს, მიზნად ისახავს ცოდნის საზღვრების გაფართოებისა და ტრანსფორმაციის მნიშვნელობის კვლევას სამუზეუმო დოკუმენტაციასა და ციფრულ ინტეგრაციაში.

ძირითადი თემები და დისკუსიები:

  • დოკუმენტაციის სოციალური პასუხისმგებლობა – დოკუმენტაციის პროცესის მნიშვნელობის აღქმა და იმ ფაქტორის გააზრება, რომ ეს პროცესი ექსპონატებზე ფიზიკური მონაცემების შეგროვებასთან ერთად მოიცავს უფრო ფართო კონტექსტისა და სოციალური შედეგების განხილვას.
  • მიგრაცია მონაცემთა ბაზის ახალ სისტემებში – მონაცემთა მიგრაცია ძველი ციფრული მონაცემთა ბაზის სისტემებიდან ახალზე, რაც გვთავაზობს გაუმჯობესებულ დეტალებსა და ინოვაციურ მიდგომებს.
  • ხელოვნური ინტელექტი და სამუზეუმო დოკუმენტაცია – სადისკუსიო ფორუმი იკვლევს დინამიურ ურთიერთობას ხელოვნურ ინტელექტსა და სამუზეუმო დოკუმენტაციას შორის. ეს საკითხი განიხილება როგორც ძლიერი ინსტრუმენტი და ამავდროულად, როგორც პოტენციური პრობლემა – ინფორმაციული უსაფრთხოება, თუმცა ხელოვნური ინტელექტის ელემენტების ინტეგრირება მნიშვნელოვნად გაამარტივებს დოკუმენტაციის პროცესებს.

კონფერენციის ვებ-გვერდი: https://cidoc2023.unam.mx/home.html 

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მოგვიანებით გამოქვეყნდება ICOM საქართველოს საბჭოს წევრის მარიამ ჩხაიძის დეტალური ანგარიში კონფერენციაზე განხილული თემებისა და შედეგების შესახებ.

[instagram-feed]