Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

July 27, 2023

თეზისების მიღება ICOM ევროპის საერთაშორისო კონფერენციაზე “მუზეუმებისა და თემების დაკავშირება: კომუნიკაციისა და განათლების როლი” კონფერენცია, სიახლე

ICOM ევროპის საერთაშორისო კონფერენცია “მუზეუმებისა და თემების დაკავშირება: კომუნიკაციისა და განათლების როლი” გაიმართება 2023 წლის 2-3 ოქტომბერს ლისაბონში (პორტუგალია).

კონფერენციის ორგანიზატორი: ICOM ევროპის რეგიონული ალიანსი

პარტნიორები: ICOM პორტუგალია, ICOM საქართველო, ICOM ხორვატია. ლუსოფონის უნივერსიტეტი, UNESCO პორტუგალია, ლისაბონის ეტლების ეროვნული მუზეუმი.

კონფერენციის თემატიკა:

  1. მეხსიერება და საზოგადოება. როგორ შეუძლია მუზეუმს გახდეს ადამიანებისთვის კულტურული კერა მემკვიდრეობის ფასეულობის გაცნობიერების მიზნით. მუზეუმებში მეხსიერება და თემი მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ინტერპრეტაციას ადამიანების კოლექტიური გამოცდილებისა და ისტორიების მეშვეობით. მუზეუმი შეიძლება იქცეს კულტურულ ცენტრად თემების აქტიური ჩართვითა და მათი მრავალფეროვანი ისტორიების პრეზენტაციით, რაც ხელს უწყობს აღქმას, აღიარებასა და იდენტობის განცდას საზოგადოებაში, კულტურის ერთიანი ძალებით განვითარებასა და პოპულარიზაციას.
  2. კომუნიკაცია, განათლება და თემი. როგორ შეუძლია საგანმანათლებლო განყოფილებას, განავითაროს მონაწილეობითი სტრატეგიები თემებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციითა და მათი ინტერესების ასახვით, მუზეუმები ქმნიან ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამებს და წარმოადგენენ ექსპონატებს მრავალფეროვანი პერსპექტივით, რითაც ხელს უწყობს თანაგანცდას და თემებს საშუალებას აძლევს, გააზიარონ თავიანთი ისტორიები და ტრადიციები, რაც თავის მხრივ, უფრო ინკლუზიურ კულტურულ სივრცეს ავითარებს.
  3. მემკვიდრეობა, როგორც სხვადასხვა კულტურისა და სხვადასხვა მიგრაციის გამოხატულება. ექსპონატებს განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ სხვადასხვა თემისთვის. რა ხდის ექსპონატს ასე მნიშვნელოვანს ერთი კონკრეტული თემისთვის? ექსპონატის მნიშვნელობა ყალიბდება მისი ისტორიული, კულტურული და ემოციური კავშირებით. ის შეიძლება ასახავდეს საერთო ისტორიას, ტრადიციებს ან იდენტობას, რაც იწვევს კუთვნილების და სიამაყის გრძნობას. საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ ექსპონატთან დაკავშირებული უნიკალური კულტურული კონტექსტი და კოლექტიური მეხსიერება მნიშვნელოვანს ხდის მას კონკრეტული თემისთვის.
  4. როგორ მოვიზიდოთ და დავუთმოთ პლატფორმა იმ თემებს, რომლებიც მუზეუმებში არ არიან წარმოდგენილი? ინკლუზიური სივრცის შექმნა, ერთობლივი კურატორობა, მრავალფეროვანი ნარატივების ჩვენება და სხვ. თემებთან საუბრით, მათი მოსმენით, პატივისცემით და გაძლიერებით, მუზეუმებს შეუძლიათ უზრუნველყონ მათი ისტორიებისა და გამოცდილების აღიარება და დაფასება, რაც ხელს შეუწყობს კულტურულ მემკვიდრეობის სამართლიან რეპრეზენტაციას.
  5. გამოწვევების დროში, რომელშიც ვცხოვრობთ (პოსტ-პანდემია, კლიმატის ცვლილების საკითხები, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი და ომები) როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაცია და განათლება თემებთან დასაახლოვებლად? ეფექტური საკომუნიკაციო არხებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების გამოყენებით, მუზეუმებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თემებს ცნობიერების ამაღლების, მხარდაჭერისა და მდგრადობის გაზრდის მიზნით. ციფრული პლატფორმების, მუზეუმსგარეთა პროგრამებისა და ვირტუალური გამოცდილების გამოყენებით, მუზეუმებს შეუძლიათ შეინარჩუნონ კავშირები, შესთავაზონ საგანმანათლებლო რესურსები და ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებას, სოლიდარობასა და იმედის შენარჩუნებას ამ რთულ ვითარებაში.
  6. ვირტუალური ვიზიტორები რეალური ობიექტების წინააღმდეგ? როგორ ვაქციოთ არავიზიტორები მუზეუმის ნამდვილ ვიზიტორებად? მაგ. ვირტუალური ვიზიტორების ნამდვილ ვიზიტორებად გადაქცევისთვის ხორციელდება მიმზიდველი ვირტუალური გამოცდილების შექმნა, ადგილზე ექსკლუზიური აქტივობების შეთავაზება, საზოგადოებებსა და სკოლებთან თანამშრომლობა და სოციალური მედიის გამოყენება რეალური ვიზიტორების გამოცდილების დემონსტრირებისთვის. მიკუთვნებულობისა და კავშირის გრძნობის განვითარებამ შეიძლება მოტივაცია მისცეს არავიზიტორებს, პირადად გაუჩნდნენ მუზეუმში ვიზიტის სურვილი.

თეზისების მიღების ბოლო ვადა: 15 აგვისტო, 2023

  • მოხსენების თეზისი (თემა, შინაარსი, მეთოდი)
  • ავტორის სახელი-გვარი
  • ორგანიზაცია, ქვეყანა
  • მოხსენების სათაური
  • მოხსენების მოკლე სინოფსისი (მაქს. 400 სიტყვა)
  • ბიოგრაფია (მაქს. 100 სიტყვა)

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს მისამართზე: icomeulisbon23@gmail.com

მოხსენების მიღების ცნობა: 21 აგვისტო, 2023

სრული ტექსტის გაგზავნის ვადა: 15 სექტემბერი, 2023

კონფერენციის ვებ-გვერდი: https://icomeulisbon23.org/

[instagram-feed]